ყველა სკოლა
ENGLISH

სტრესის მენეჯმენტი

რამაზ საყვარელიძის საავტორო სასერტიფიკატო პროგრამა

პროგრამის მიზნები:

პროგრამის მიზანი არის მსმენელებს გააცნოს სტრესმენეჯმენტი - გამოყენებითი ფსიქოლოგიის ერთერთი მიმართულება,  რომელიც ეხმარება იმ ადამიანებს თუ ორგანიზაციებს, ვისაც სტრესი უქმნის პრობლემებს. სტრესი, უფრო ზუსტად - დისტრესი, დისკომფორტის განცდას უქმნის ადამიანს, უქვეითებს მას შრომის და სოციალური ურთიერთობების უნარს,  მნიშვნელოვნად აუარესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას.

სტრესმენეჯმენტის დაუფლება გულისხმობს სტრესის არსის, მისი დიაგნოსტიკის, გარეგანი (სტრესორების) და შინაგანი (დისპოზიციები) ფაქტორების ცოდნას, სტრესის პრევენციის და მასთან ბრძოლის მეთოდების ცოდნას, შესაბამისი ჩვევების დაუფლებას.

სტრესმენეჯმენტის მეთოდიკა ფსიქოთერაპიული მეთოდების ნაწილია და, ამდენად, იზიარებს ფსიქოთერაპიის ეთიკურ, მსოფლმხედველობრივ, ინტერდისციპლინალურ და ფსიქოტექნოლოგიურ პრინციპებს.

მსმენელები მიიღებენ არამარტო თეორიულ ცოდნას ამ საკითხებში, არამედ თავად გაივლიან სტრესის მართვის პრაქტიკულ კურსს. მათი კვალიფიკაციის შეფასებაც გაკეთდება არამარტო მათი თეორიული ცოდნის საფუძველზე, არამედ იმის მიხედვით, თუ რამდენად დაძლევენ სტრესს.

 

კურსი განკუთვნილია:

  • ფსიქოლოგიით დაინტერესებულ პირთათვის
  • ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებისთვის
  • ფსიქოლოგ - კონსულტანტის პროფესიით დაინტერესებული ფსიქოლოგებისთვის

კურსის თემატიკა:

  • სტრესის ფიზიოლოგია;
  • სტრესის და ემოციის ფსიქოლოგია;
  • სტრესის ფაქტორები;
  • სტრესის სტადიები და სტადიალური ფორმები
  • სტრესის ფორმები სტრესორის მიხედვით
  • ორგანიზაციული სტრესი;
  • სამედიცინო სტრესი;
  • სასკოლო სტრესი;
  • ყოფითი და სოციალური სტრესი;
  • პოსტტრავმული  სტერსი;
  • სტრესი და მსოფლმხედველობა;
  • სტრესი და ჯანმრთელობა;
  • სტრესის კოპინგ-სტრატეგიები და მათი ისტორიული ფორმები;
  • სტრესის კულტუროგენური მართვა;
  • სტრესის მართვის აუტოგენური მეთოდები;
  • სტრესის მართვის ჰეტეროგენური  მეთოდები;
  • სტრესი და ფსიქოთერაპია .
  • შედომები სტრესის მართვაში;
  • სტრესმედეგობა;
  • სტრესმედეგობა და აღზრდა;
  • სტრესმედეგობის პიროვნული და კულტურული ფაქტორები;
  • სტრესმედეგობის სომატური, ქცევითი და სოციალური შედეგები;
  • სტრესმედეგობა და ლიდერი. 

 

ტექნიკური აღწერილობა:

სწავლის ხანგრძლივობა: 6 კვირა

კურსის მოცულობა: 30 საათი

პროგრამის ღირებულება: 600 ლარი

სასწავლო მეთოდოლოგია:

სწავლების პროცესი არის ინტერაქტიური და მოითხოვს მონაწილეების მაქსიმალურ ჩართულობას. მონაწილეების შეფასება მოხდება ფსიქოთერაპიული დღიურების, რეფერატების და საბოლოო გამოკითხვის საფუძველზე.

სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

 

მოთხოვნები:

  1. პირადობის მოწმობის ასლი
  2. შევსებული სააპლიკაციო ფორმა
  3. ავტობიოგრაფია (CV)

 

სასწავლო პროცესი:

საბუთების მიღება წარმოებს 2016 წლის 25 თებერვლამდე.

სწავლა დაიწყება 2016 წლის 7 მარტს

 

საბანკო რეკვიზიტები:

საბანკო  კოდი (მფო) – 220101850N

მიმღების   დასახელება – ააიპ საქართველოსსაზოგადოებრივსაქმეთაინსტიტუტი

ანგარიშსწორებისანგარიში – GE84TB1100000110700419 / GEL

 

საკონტაქტო პირი:

მარინა კვიცარიძე

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი,

სოციალურ მეცნიერებათა სკოლა

მისამართი: გორგასლის 101

ტელეფონი: 249 75 45

ელ-ფოსტა: m.kvitsaridze@gipa.ge

მობილური: 595 959096

 

რამაზ საყვარელიძე 

ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

დაიბადა 1950 წელს. 1976 წელს დაამთავრა ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფსიქოლოგის სპეციალობით. 1980 წლიდან იყო ამავე უნივერსიტეტის ზოგადი ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დოცენტი. 1992-1999 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. 1999 წლიდან დღემდე არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერისტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი. სხვადასხვა უნივერსიტეტში კითხულობს კურსებს ზოგად ფსიქოლოგიაში, განწყობის ფსიქოლოგიაში, ფსიქოთერაპიაში, პოლიტიკურ ფსიქოლოგიაში და ა.შ. GIPA-ში კითხულობს „ფსიქოლოგიის საფუძვლებ“-ს, „პოლიტიკურ ფსიქოლოგია“-ს და „სტრესის მართვა“-ს.