ყველა სკოლა
ENGLISH

იურიდიული ფსიქოლოგია

(ნორმატიული და დევიაციური ქცევის საფუძვლები)

ვახტანგ ნადარეიშვილის საავტორო სასერტიფიკატო პროგრამა

პროგრამის მიზნები:

ფსიქოლოგიისა და სამართალმცოდნეობის საფუძვლების (კონცეფციები, მეთოდოლოგია, ძირითადი ცნებების განმარტებები, სპეციალური ლექსიკა) დაუფლება იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელი ნორმატიული და დევიაციური ქცევის ფსიქოლოგიური და სამართლებრივი ასპექტების კომპლექსური გააზრებისთვის.

  ცოდნის მიღება პრაქტიკულ-გამოყენებითი მიმართულებების სფეროში (მაგ. სამართლის ფსიქოლოგია, კრიმინოლოგიური ფსიქოლოგია, პენიტენციარული და სხვ.).

  სოციალურ-სამართლებრივი მეცნიერებების გამოყენების უნარის ფორმირება სოციალური სისტემის ფორმალური და არაფორმალური (სოციალური კაპიტალი) ნორმატიული რეგულაციის, სოციალური   კონტროლის, სოციალიზაციისა და რესოციალიზაციის, სამართლებრივი კულტურის (მართლშგნება და სამართლებრივი აქტივობა) ამაღლების, დევიაციის/დანაშაულის სუბიექტისა და სუბიექტური მხარის, სამართლის ქმედითობის და სოციალური სანქციების (სასჯელის) ეფექტურობის, კანონის უზენაესობის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების, სოციალურ-პოლიტიკური სისტემის უსაფრთხოების, სტაბილობისა და პროგრესის ხელშეწყობის კვლევის სფეროში სფეროში.

 

კურსი განკუთვნილია შემდეგი პირებისათვის:

  • სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების, სტაბილობისა და მდგრადი განვითარების სფეროში დასაქმებულები 
  • სამართალმცოდნეები და სამართალდამცავი სისტემის მუშაკები
  • ფსიქოლოგიისა და სოციალურ მეცნიერებათა სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები
  • ფსიქოლოგიისა და სამართალმცოდნეობის თეორიული და გამოყენებითი თემატიკით დაინტერესებული მკვლევარები და პრაქტიკოსები

კურსის თემატიკა:

  1. ფსიქოლოგიის საფუძვლები.  ძირითადი კატეგორიები. ქცევის თეორიები;
  2. სამართალმცოდნეობის საფუძვლები. ნორმის რაობა, ფუნქციები, სახეები, სტრუქტურა;
  3. სამართლის ფსიქოლოგია;
  4. კრიმინოლოგიური  ფსიქოლოგია;
  5. სასამართლო ფსიქოლოგია;
  6. პენიტენციარული/კორექციული/რეაბილიტაციური ფსიქოლოგია;
  7. სოციალური ღირებულებებისა და ნორმების გაშინაგნება სოციალიზაციის პროცესში. ფიქსირებული ფსიქიკური წარმონაქმნები: განწყობა, ათითუდი, მოლოდინი. პიროვნების ნიშნები;
  8. ქცევის არაცნობიერი და ცნობიერი რეგულაცია. ნებელობითი ქცევის მიმართება პასუხისმგებლობასთან, განზრახვასთან და გაუფრთხილებლობასთან;
  9. დევიაციური და დანაშაულებრივი ქმედების სუბიექტური შემადგენლობა. მოტივი, ემოცია, მიზანი. ბრალის კატეგორია;
  10. დევიაციისა და დანაშულის გამომწვევი და შემაკავებელი მიზეზების ამხსნელი თეორიები;
  11. დანაშაულის პრევენცია სოციალურ სისტემაში. სოციალური კონტროლი. ნორმის ქმედითობის და სანქციების ეფექტურობის ფსიქოლოგიური საფუძვლები;
  12. არასრულწლოვანთა და ახალგაზრდათა დანაშაულობის პრობლემატიკა;
  13. დემოკრატიის, კანონიერებისა და სამართლებრივი კულტურის (მართლშეგნება/მართლცნობიერება და სამართლებრივი აქტივობა) სოციალ–ფსიქოლოგიური ასპექტები.

 

ტექნიკური აღწერილობა: 

სწავლის ხანგრძლივობა: 6 კვირა

კურსის მოცულობა: 30 საათი

პროგრამის ღირებულება: 600 ლარი

 

სასწავლო მეთოდოლოგია:

სწავლების პროცესი არის ინტერაქტიური და მოითხოვს მონაწილეების მაქსიმალურ ჩართულობას. მონაწილეების შეფასება მოხდება  საბოლოო გამოკითხვის საფუძველზე.

სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ დამადასტურებელი სერტიფიკატი.

 

მოთხოვნები:

  1. პირადობის მოწმობის ასლი
  2. შევსებული სააპლიკაციო ფორმა
  3. ავტობიოგრაფია (CV)

 

სასწავლო პროცესი:

საბუთების მიღება წარმოებს 2016 წლის 8 თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით.

სწავლა დაიწყება 2016 წლის 4 აპრილს

 

საბანკო რეკვიზიტები:

საბანკო კოდი (მფო) – 220101850N

მიმღების დასახელება – ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ანგარიშსწორების ანგარიში – GE84TB1100000110700419 / GEL

 

საკონტაქტო პირი:


მარინა კვიცარიძე

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი,

სოციალურ მეცნიერებათა სკოლა

მისამართი: გორგასლის 101

ტელეფონი: 249 75 45

ელ-ფოსტა: m.kvitsaridze@gipa.ge

მობილური: 595 959096

 

ვახტანგ ნადარეიშვილი

ფსიქოლოგი, სამართალმცოდნე

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის და ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი