ყველა სკოლა
ENGLISH

სასერტიფიკატო პროგრამები

საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებთან ერთად სამართლის და პოლიტიკის სკოლა მსურველებს სთავაზობს სერტიფიცირებულ კურსებს:

 

საზაფხულო სკოლა უსაფრთხოებასა და დიპლომატიაში 

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო პოლიტიკის პროგრამასთან არსებული საზაფხულო სკოლა სამაგისტრო პროგრამის ბაზაზე 2006 წელს შეიქმნა. შექმნის მიზანს იმ ადამიანების ინტერესის დაკმაყოფილება წარმოადგენდა, რომლებიც საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებით არიან დაინტერესებულნი და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფორმირების პროცესში მონაწილეობენ თუმცა  დროის დეფიციტის გამო სამაგისტრო პროგრამაზე სწავლას ვერ ახერხებენ.

საზაფხულო სკოლის სტუდენტები არიან სახელმწიფო მოხელეები, საერთაშორისო ორგანიზაციების და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლები, საერთაშორისო პოლიტიკის სპეციალისტები. პროგრამა აგრეთვე საინტერესოა მათთვის, ვინც მომავალში გეგმავს ინსტიტუტის საერთაშორისო პოლიტიკის მაგისტრის ხარისხის მოპოვებას.

 

სერტიფიცირებული კურსი დიპლომატიურ პროტოკოლსა და საქმიანი ურთიერთობების ეტიკეტში

 

სერტიფიცირებული კურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს საერთაშორისო ურთიერთობების აღიარებული ნორმები, წეს-ჩვეულებები და ტრადიციები. შეასწავლოს ძირითადი საპროტოკოლო ღონისძიებები და პროცედურები, რომლებიც გამოიყენება თანამედროვე დიპლომატიურ პტაქტიკაში. განუვითაროს დიპლომატური და საქმიანი კონტაქტებისა და მიმოწერის პრაქტიკული უნარ-ჩვევები, ასევე გააცნოს საგარეო-პოლიტიკური საქმიანობის პრაქტიკული ასპექტები.

 

სერტიფიცირებული კურსი ჯანდაცვის სამართალში 

 

ჯანდაცვის სამართალი იურისპუდენციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგია, რომელსაც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში პრაქტიკული გამოყენება გააჩნია. ჯანდაცვის სამართალი აერთიანებს პაციენტის უფლებებსა და ვალდებულებებს, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების როლს, არსებულ კანონმდებლობასთან. ჯანდაცვის სამართალი ცალკე დისციპლინად არ განიხილება, სწორებ ამიტომ ამ დარგის ცნობადობა საზოგადოებაში საკმაოდ დაბალია.

მოცემული საკითხის აქტუალობიდან გამომგინარე, ფონდმა ”ღია საზოგადოება საქართველო” ”ჯანდაცვის სამართალსა და მენეჯმენტის” კურსის სასწავლო გეგმა შეიმუშავა. 2008 წელს, საზოგადოებრივი ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლაში ჯანდაცვის სამართალში სერტიფიცირებული კურსი დაინერგა.

 

პროგრამა მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს:

  • ჯანდაცვის პოლიტიკა;
  • ჯანდაცვის მენეჯმენტი
  • ჯანდაცვა და ადამიანის უფლებები;
  • სოციალური სტრესი, სტიგმა და ჯანმრთელობა;
  • ჯანდაცვის სამართალი და მისი კომუნიკაცია.

ბიზნეს სამართლის კურსი 

უცხოური ინვესტიციების შემოსვლა და საერთაშორისო ხასიათის გარიგებების სიხშირე საქართველოში იურისტების მიმართ ახალ მოთხოვნებს ადგენს. ეს უკანასკნელი პირველ რიგში ვლინდება ბიზნეს სამართლის სფეროში, რომლის ფარგლებში წარმატებული საქმიანობა ადგილობრივ სამართლის ცოდნასთან ერთად უნდა მოიცავდეს საერთაშორისო სამართლებრივი კულტურასა და პრაქტიკასთან სიახლოვეს. აღნიშნულ საჭიროებას, ხშირ შემთხვევაში, თანამედროვე იურიდიული განათლება ბოლომდე ვერ პასუხობს. 

შესაბამისად კურსის ძირითადი მიზანია თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა ბიზნეს სამართლის სფეროში. ის ორინტირებულია იურიდიული პრაქტიკის ისეთი ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებაზე, რომელიც გაუადვილებს დაინტერესებულ პირს საერთაშორისო გარემოში მუშაობას.

კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

 

  • საკონტრაქტო სამართალი და კონტრაქტების შედგენა
  • კორპორაციული სამართალი და კორპორაციული მართვა
  • საგადასახადო სამართალი
  • საინვესტიციო სამართალი
  • ინტელექტუალური საკუთრების სამართალი