ყველა სკოლა
ENGLISH

სასწავლო გარემო

საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში სწავლის დროს სტუდენტების განკარგულებაშია ყველა საჭირო სასწავლო აღჭურვილობა: კეთილმოწყობილი აუდიტორიები, კომპიუტერების ლაბორატორიები, სტუდენტური კაფე, საკონფერენციო ოთახი  და აშ.

ბიბლიოთეკა

ჯიპას ბიბლიოთეკა მოიცავს თითქმის ყველა იმ საინფორმაციო და კვლევით რესურსს, რაც აუცილებელია სწავლისა და ეფექტური მუშაობისათვის.

ინსტიტუტის ცენტრალური ბიბლიოთეკა მდებარეობს ჯიპას მთავარ ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: გორგასლის ქ #101; ტელეფონი: 995 32 457 545) ბიბლიოთეკაში არსებული სახელმძღვანელოები ძირითადად ინგლისურენოვანია, მათი რიცხვი დაახლოებით 7000-ს შეადგენს. ბიბლიოთეკა რეგულარულად ივსება თანამედროვე წიგნებით, ჟურნალებით და პუბლიკაციებით სხვადასხვა სფეროში. ლექტორების მიერ სტუდენტებისათვის შერჩეული საკითხავი მასალის კრებული ცალკე სახელმძღვანელოდ იბეჭდება და ასევე ინახება ბიბლიოთეკაში როგორც სარეკომენდაციო ლიტერატურა.

სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ბიბლიოთეკა მდებარეობს იმავე შენობაში სადაც სამაგისტრო პროგრამებია განლაგებული (მისამართი: მარი ბროსეს ქ # 2; ტელეფონი 995 32 249 75 02) აქ შეგიძლიათ მოიძიოთ წიგნები უშუალოდ საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლის საკითხებთან დაკავშირებით.

ჯიპას სტუდენტებისათვის ასევე ხელმისაწვდომია ამერიკული აკადემიური ჟურნალების ელექტრონული არქივი JSTOR, რომლის საშუალებითაც ასეულობით ცნობილი ჟურნალის სამეცნიერო სტატიის სრული ტექსტით ნახვა შეიძლება. არქივში არსებული ჟურნალების გამოცემის თარიღი იწყება 1665 წლიდან. ასევე ხელმისაწვდომია ProQuest Social Sciences Premium Collection და ebrary რომელიც წარმოადგენს ელექტრონული წიგნების ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბაზას. 

კომპიუტერული სერვისები

ჯიპას კომპიუტერული ლაბორატორიები ღიაა სტუდენტებისა და თანამშრომლებისათვის დილის 10:00 საათიდან საღამოს 9:00 საათამდე.  იგი ასევე ხელმისაწვდომია კურსდამთავრებულთათვის და სასერტიფიკატო კურსების სტუდენტებისათვის. არსებულ 2 კომპიუტერულ ლაბორატორიას 69 ადამიანის უზრუნველყოფა შეუძლია. გარდა ამისა მთელს შენობაში ფუნქციონირებს უკაბელო ინტერნეტი. სამართლისა და პოლიტიკის სკოლის თითოეულ აუდიტორიაში დამონტაჟებულია კომპიუტერი და პროექტორი სტუდენტებისა და ადმინისტრაციისათვის.

კაფე

ეს ის ადგილია, სადაც სტუდენტებს, თანამშრომლებსა და სტუმრებს შეუძლიათ ისიამოვნონ ყავით, უალკოჰოლო სასმელებით და წაიხემსონ კიდეც. გარდა დასვენებისა აქ შეიძლება ბევრ საინტერესო ადამიანს შეხვდეთ და ისაუბროთ. ამასთანავე კაფე დისკუსიების, შეხვედრების, პრესკონფერენციების, წვეულებების და სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარების ადგილიც არის.

აუდიტორიები

სამართლისა და პოლიტიკის სკოლას აქვს კეთილმოწყობილი აუდიტორიები, თითოეული მათგანი განკუთვნილია 30 ადამიანისათვის. აუდიტორიები აღჭურვილია უახლესი კომპიუტერული ტექნიკით, ლექტორებს და სტუდენტებს საშუალება აქვთ სწავლის პროცესი მრავალფეროვანი გახადონ.

ჩააბარე ჯიპაში, რათა გახდე ამ ყველაფრის ნაწილი!