ყველა სკოლა
ENGLISH

როგორ ჩავაბარო?

როგორ ჩავაბარო?

მიღების წინაპირობები

სამართლის საბაკალავრო  პროგრამა განკუთვნილია იმ პირთათვის, რომლებსაც  მიღებული აქვთ სრული საშუალო განათლება და წარმატებით ჩაბარებული აქვთ ერთიანი ეროვნული გამოცდები.

ერთიან ეროვნულ გამოცდებში სამ სავალდებულო საგანთან ერთად სტუდენტს შეუძლია არჩევით საგნად აირჩიოს მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ლიტერატურა ან სამოქალაქო განათლება.

ადგილების ქვოტა არჩევით საგნების მიხედვით:

მათემატიკა 12
ისტორია 14
გეოგრაფია 12
ლეტერატურა 12
სამოქალაქო განათლება 10

 

 

საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

 

  • პირადობის მოწმობის ასლი; 
  • საშუალო განათლების დამადასტურებელი მოწმობა-ატესტატი (დედანი, ასლი) იმ შემთხვევაში, თუ ატესტატი არ არის გაცემული საქართველოში, ატესტატს თან უნდა ახლდეს ცნობა ავთენტიკურობის შესახებ.
  • ფოტოსურათი (3x4) 
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის)
  • სწავლის წლიური გადასახადის 20% ის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ:

ირინა ბაქრაძე, ანა ქირია

სამართლის და პოლიტიკის სკოლის კოორდინატორი

ელ-ფოსტა: i.bakradze@gipa.ge

მობ: +995 595 582 260; 555257752

 

როგორ ჩავაბარო? - სამაგისტრო პროგრამები

 

სამაგისტრო პროგრამები განკუთვნილია პირთათვის, რომლებსაც მიღებული აქვთ ბაკალავრის ხარისხი   წარმატებით გადალახეს მინიმალური ზღვარი საერთო სამაგისტრო გამოცდებზე

სამაგისტრო პროგრამებით დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (აქ უნდა ლინკი) 
  • ფოტოსურათი (3x4) 
  • უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი (სამართლის პროგრამაზე სავალდებულოა ბაკალავრის ხარისხი სამართლის დარგში)
  • დიპლომის დანართი
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • Curriculum Vitae (CV)
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი საბუთი (ვაჟებისთვის)

შიდა მისაღები გამოცდები ჩატარდება შემდეგი მიმდევრობით:

საერთაშორისო სამართლის პროგრამა

წერითი გამოცდა ინგლისურ ენაზე (TOEFL)

გასაუბრება მიმღებ კომისიასთან

საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა

წერითი გამოცდა სპეციალობაში

გასაუბრება მიმღებ კომისიასთან

შერჩევის კრიტერიუმები:

  • სამუშაო გამოცდილება 
  • ნალიტიკური აზროვნების უნარი
  • მოტივაცია 
  • ზოგადი განათლება აღნიშნულ სფეროში

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ:

ირინა ბაქრაძე 

სამართლის და პოლიტიკის სკოლის კოორდინატორი

ელ-ფოსტა: i.bakradze@gipa.ge

მობ: +995 595 582 260

გიორგი ჩადუნელი

სამართლის და პოლიტიკის სკოლის კოორდინატორი

ელ-ფოსტა: g. chaduneli@gipa.ge

მობ: +995 599 10 73 33