ყველა სკოლა
ENGLISH

კარიერა

კარიერა

სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ერთ-ერთი მთავარი მიზანია უპასუხოს იმ მოთხოვნებსა და გამოწვევებს, რომელსაც შრომის ბაზარი უდგენს პროგრამების მომავალ კურსდამთავრებულებს; ამით პროგრამის აკადემიური და ადმინისტრაციული ხელმძღვანელობა ცდილობს შეინარჩუნოს სკოლის კონკურენტუნარიანობა თავის სფეროში და მუდმივად გაზარდოს მაგისტრებისა და ბაკალავრების დასაქმებულობისა და კარიერული ზდრის მაჩვენებელი.

სტუდენთა დასაქმების თვალსაზრისით, სამართლისა და პოლიტიკის სკოლა   გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე  თანამშრომლობს სხვადასხვა საჯარო თუ კერძო ინსტიტუტებთან.

პროგრამის ადმინისტრაცია რეგულარულ კონტაქტს ინარჩუნებს პროგრამის კურსდამთავრებულებთან; ყოველწლიურად, სამართლისა და პოლიტიკის სკოლა ატარებს კვლევას, რომელიც კურსდამთავრებულთა დასაქმებულობასა და კარიერული განვითარების შესწავლას ისახავს მიზნად.

ბოლო წლების მონაცემებით, სამართლისა და პოლიტიკის სკოლის კურსდამთავრებულთა 93%-ია დასაქმებული. ჩვენი კურსდამთავრებულები მუშაობენ როგორც საჯარო, არასამთავრობო და კერძო სექტორში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში.