ყველა სკოლა
ENGLISH

კიბერუსაფრთხოება და ინტერნეტ-სამართალი

სასერტიფიკატო პროგრამა

„კიბერუსაფრთხოება და ინტერნეტ-სამართალი“

 

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი აცხადებს მიღებას ორი მოდულისგან შემდგარ სასერტიფიკატო პროგრამაზე „კიბერუსაფრთხოება და ინტერნეტ-სამართალი“. მსმენელს შეუძლია აირჩიოს რომელიმე ერთი მოდული ან გაიაროს ორივე მოდული.

 

მიზანი

კურსის მიზანია თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა კიბერუსაფრთხოებისა და ინტერნეტ სივრცეში არსებული სამართლებრივი რეგულაციების შესახებ. კურსი ორიენტირებულია ინტერნეტ სივრცეში არსებული ისეთი ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებაზე, რომელიც გაუადვილებს დაინტერესებულ პირს კიბერსივრცეში, მათ შორის სოციალურ ქსელებთან მუშაობას.

 

სამიზნე ჯგუფი

კურსის სამიზნე ჯგუფი შეადგენს საერთაშორისო უსაფრთხოების/ურთიერთობების სპეციალისტებს, ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტებს, იურისტებს, ჟურნალისტებს, სოციალური მედიის, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერებს და ყველა დაინტერესებულ პირს, რომლებსაც სურთ ამ მიმართულებით შეიძინონ ახალი ცოდნა.

 

შედეგი

კურსის დამთავრების შემდეგ მსმენელი მიიღებს თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას კიბერუსაფრთხოებისა და ინტერნეტ სივრცეში არსებული კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის, სტრატეგიისა და მისი მნიშვნელობის შესახებ. ასევე მიიღებს რეკომენდაციებს კიბერსივრცეში არსებული საფრთხეებისა და რისკების თაობაზე ონლაინ მუშაობის დროს.

 

კურსის ფორმატი

კურსის ფარგლებში ლექციები ჩატარდება კვირაში ორჯერ და ორივე მოდულის ხანგრძლივობაა ექვსი კვირა. კურსის დამთავრების შემდეგ მსმენელები ჩააბარებენ გამოცდას წერილობით ან ზეპირად, არჩეული მოდულის შესაბამისად.

 

კიბერუსაფრთხოების მოდული

  • შესავალი, კიბერსივრცე და კიბერუსაფრთხოება - მთავარი მოთამაშეები;
  • კიბერუსაფრთხოების თანამედროვე სტრატეგია;
  • კიბერსივრცეში არსებული საფრთხეები, მათი სახეობები და მათ წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები;
  • კიბერსივრცეში არსებული გამოწვევები;
  • ინტერნეტის გამოყენებისას არსებული რისკების სახეობები;
  • მობილური მოწყობილობების უსაფრთხოება;
  • უსაფრთხო ბრაუზინგი და სოციალური ინჟინერია.

 

ინტერნეტ სამართლის მოდული

  • ინტერნეტის სამართლებრივი რეგულირების მეთოდები;
  • საავტორო უფლებების დაცვა ინტერნეტში (P2P ქსელები, ტორენტი, პროვაიდერების პასუხისმგებლობა);
  • ვირტუალური ქონების სამართლებრივი მოწესრიგება;
  • დომენური სახელების რეგულირება;
  • ინფორმაციის შეგროვების და გამოყენების საკითხები ინტერნეტში;
  • სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ინტერნეტში;
  • პირადი ინფორმაციის დაცვა ინტერნეტში;
  • ელექტრონული კომერცია (ელექტრონული დოკუმენტები, ელექტრონული ხელმოწერები).
  • ინტერნეტთან დაკავშირებული დავების ტერიტორიული განსჯადობა;
  • დავის გადაწყვეტის დროს გამოყენებული სამართალი;

 

სასერტიფიკატო კურსის ლექტორები:  

ლევან ნანობაშვილი - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორი, კითხულობს ლექციებს ინტელექტუალური საკუთრების სამართალში და მედია სამართალში. ნიუ ვიჟენის უნივერსიტეტის დოქტორანტი. მოპოვებული აქვს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის და მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის ხარისხი.

 

ვლადიმერ სვანაძე - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა დოქტორანტი. საერთაშორისო პოლიტიკის მაგისტრი. ააიპ "ინტერნეტის განვითარების ინიციატივის" გამგეობის თავჯდომარე. თავდაცვის სამინისტროს "სსიპ - კიბერუსაფრთხოების ბიუროს ყოფილი კონსულტანტი.

 

ტექნიკური აღწერილობა:

სწავლის ხანგრძლივობა: 6 კვირა

კურსის მოცულობა: 30 საათი

პროგრამის ღირებულება: სრული პროგრამის ღირებულებაა 800 ლარი (საჯარო მოხელეებისათვის და ადვოკატებისთვის 600 ლარი). ერთი მოდულის ღირებულებაა 500 ლარი (საჯარო მოხელეებისათვის და ადვოკატებისთვის 300 ლარი).

 

საბოლოო გამოცდის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ინგლისურენოვანი სერტიფიკატი. მხოლოდ ერთი მოდულის გავლის შემთხვევაში, გაიცემა მხოლოდ შესაბამისი სერტიფიკატი.

 

მისაღები პროცედურები:

ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს მიღება

სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ პირადობის მოწმობის ასლი და ავტობიოგრაფია (CV) საკონტაქტო მეილზე (khatia.gogilashvili@gipa.ge) და შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.

საბუთების მიღება წარმოებს 2016 წლის 13 მარტამდე. სწავლა დაიწყება 2016 წლის 15 მარტს.

 

საბუთების მიღების შემდეგ ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.

შერჩევის კრიტერიუმები:

1. მოტივაცია

2. სამუშაო გამოცდილება

 

საბანკო რეკვიზიტები:

საბანკო კოდი (მფო) – 220101850N

მიმღების დასახელება – ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ანგარიშსწორების ანგარიში – GE84TB1100000110700419 / GEL

 

პროგრამაზე გათვალისწინებული არის შემდეგი სახის ფასდაკლებები:

1. GIPA - ს კურსდამთავრებულთათვის - 20%

2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში - 10%

3. სტუდენტებისათვის - 10%

4. მრავალშვილიანი ოჯახებისთვის (3 და მეტი შვილი) - 10%

 

საკონტაქტო პირი: ხატია გოგილაშვილი

ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი

მის: მარი ბროსეს 2, თბილისი, 0108

ელ-ფოსტა: khatia.gogilashvili@gipa.ge

მობ: +995 595 797 252