ყველა სკოლა
ENGLISH

გაცვლითი პროგრამები

მასარიკის უნივერსიტეტი  (ბრნო, ჩეხეთი)

 მასარიკი

ყოველწლიურად სამართლის პროგრამის 2 სტუდენტი (ერთი ბაკალავრიატიდან და ერთი მაგისტრატურიდან) ერთ სემესტრს ატარებს მასარიკის უნივერსიტეტში უფასოდ. გარდა ამისა, მასარიკის უნივერსიტეტში რეგულარულად კითხულობენ ლექციებს GIPA-ს სამართლის პროგრამის პროფესორები. ასევე, მასარიკის უნივერსიტეტიდან გიპაში ყოველწლიურად იგზავნება ორი სტუდენტი

 

მიჩიგანის უნივერსიტეტი (აშშ)

მიჩიგანი

ყოველწლიურად მიჩიგანის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრატურაში GIPA-ს სამართლის პროგრამიდან იგზავნება ორი სტუდენტი. აქედან ერთი სწავლობს სრულიად უფასოდ, მეორე კი სარგებლობს 50%-იანი ფასდაკლებით

 

ტროის უნივერსიტეტი (აშშ)

 ტროი

GIPA-ს სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრიატი გთავაზობთ ორმაგ დიპლომს ტროის უნივერსიტეტთან ერთად. სტუდენტებს შეუძლიათ პირველი სამი წელი ისწავლონ გიპას ბაკალავრიატში, ერთი წელი კი ტროის უნივერსიტეტში, სადაც ისინი გადაიხდიან საფასურის მხოლოდ ნახევარს. ორმაგი დიპლომი გაიცემა საერთაშორისო ურთიერთობებისა და სახელმწიფო მართვის სპეციალობებში. ეს არის უნიკალური შეთავაზება რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს აიღონ ამერიკული დიპლომი დაახლოებით 18 000 დოლარად.  

 

ვროცლავის უნივერსიტეტი (პოლონეთი)

 ვროცლავი

GIPA-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სახელმწიფო მართვის მაგისტრატურების სტუდენტებს შეუძლიათ ერთი სემესტრი ისწავლონ ვროცლავის უნივერსიტეტში და აიღონ ორმაგი დიპლომი. სწავლა უფასოა.