ყველა სკოლა
ENGLISH

აკრედ. კურსები ადვოკატებისთვის

რელაციის ტექნიკა და კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა


GIPA გთავაზობთ ერთდღიან აკრედიტირებულ ტრენინგს ადვოკატებისთვის, მსმენელი მიიღებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ აწარმოებს მოსამართლე საქმეს, როგორ ახდენს ფაქტების შესწავლას, სამართლებრივი ნორმების მოძიებასა და განმარტებას. ტრენინგი ასევე შეეხება  ფაქტების სამართლებრივ შეფასებას, როგორ გადადის მოსამართლე მტკიცებით სტადიაზე და რა თავისებურებები გააჩნია ამ სტადიას. ტრენინგის დროს დამატებით განხილული იქნება პროცესუალურ-სამართლებრივი ნორმის მატერიალური კრიტერიუმები.

ტრენინგს გაუძღვება თემურ თოდრია, იურიდიული კომპანიის „თოდრია და პარტნიორები“ დირექტორი. 

ღონისძიება აკრედიტებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ და ტრენინგის მონაწილე–ადვოკატებს მიენიჭებათ სავალდებულო 4 კრედიტი.

 

ტექნიკური აღწერილობა

ტრენინგის თარიღი11 მარტი, შაბათი, 11:00 – 15:00

ტრენინგის საფასური: 50 ლარი

მისამართი: "ფრონტლაინ კლუბი" ლადო ასათიანის #62

 

მისაღები პროცედურები 

ტრენინგით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა 

რეგისტრაციის და საფასურის გადახდის ბოლო ვადა არის 2016 წლის 9 მარტი

 

საბანკო რეკვიზიტები

სს „ თიბისი ბანკი“   საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22

მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL

გთხოვთ, გადახდისას დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და ტრენინგის სახელწოდება.


საკონტაქტო პირი:

ხატია გოგილაშვილი

სამართლისა და პოლიტიკის სკოლა

ტელ: (+995) 595797252

ელ. ფოსტა: Khatia.gogilashvili@gipa.ge