ყველა სკოლა
ENGLISH

რატომ სამართლისა და პოლიტიკის სკოლა

 

სამართლისა და პოლიტიკის სკოლაში არსებული სწავლების პრინციპები და მეთოდოლოგია კონკურენტულ გარემოს ქმნის, რაც მიზნად ისახავს მაგისტრთა სათანადო მომზადებას მომავალი წარმატებული კარიერისათვის.

სკოლის მიზანია საქართველოში დანერგოს საზღვარგარეთის წამყვან უნივერსიტეტებში აპრობირებული სასწავლო მეთოდები და დასავლური გამოცდილება ქართულ რეალობას შეუსაბამოს.

 

სამართლის და პოლიტიკის სკოლის უპირატესობებია:

 

  • სწავლების ხარისხი: სკოლაში მოქმედებს თავისუფალი არჩევითი საგნების სისტემა და სპეციალიზაციის (კონცენტრაციის) მიმართულებები, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს აქტიური მონაწილეობა მიიღონ სასწავლო პროცესის დაგეგმვაში. სასწავლო მეთოდიკა და მასალა ამერიკული და ევროპული სკოლების გამოცდილებას ეფუძნება, რაც სასწავლო პროცესის განმავლობაში თეორიული ცოდნისა და პრაქტიკის ერთობლიობას ითვალისწინებს.

 

  • გამორჩეული ლექტორები: სამართლისა და პოლიტიკის სკოლის პროფესორ-მასწავლებლების უმრავლესობას დასავლური განათლება აქვთ მიღებული და თავიანთ სფეროში აქტიურად მოღვაწე ადამიანები არიან.

 

  • წარმატებული სტუდენტების წასახალისება: სამართლისა და პოლიტიკის სკოლა ორიენტირებულია წარჩინებული სტუდენტებისთვის მაქსიმალური შეღავათების შექმნაზე. შესაბამისად, ყოველ წელს საუკეთესო მოსწრების მქონე სტუდენტისთვის გაიცემა რამდენიმე სტიპენდია.

 

  • გაცვლითი პროგრამები და იმიტირებული პროცესები: სტუდენტებს საშუალება აქვთ სამართლისა და პოლიტიკის სკოლაში მოქმედი გაცვლითი პროგრამების ფარგლებში ისწავლონ ევროპაში ვროცლავისა (პოლონეთის) და მასარიკის (ჩეხეთი) უნივერსიტეტებში, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში ტროისა და მიჩგანის უნივერსიტეტებში. სამართლისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტები მონაწილეობენ ყველა მნიშვნელოვან იმიტორებულ პროცესში როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.  

 

  • სასწავლო გარემო: საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში სწავლის დროს სტუდენტების განკარგულებაშია ყველა საჭირო სასწავლო აღჭურვილობა: კეთილმოწყობილი აუდიტორიები, კომპიუტერების ლაბორატორიები, სტუდენტური კაფე, საკონფერენციო ოთახი  და ა.შ.

 

სკოლას კურსდამთავრებულთა დასაქმების მეტად მაღალი მაჩვენებელი აქვს. ეს მიღწევა ორი გარემოებითაა განპირობებული: კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობით (რომელიც ემყარება სკოლაში მათ მიერ შეძენილ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს) და კურსდამთავრებულთა ახალი კონტაქტებით (რომელშიც შედიან სკოლაში შეძენილი მეგობრები და სკოლის პროფესურა და ლექტორები, რომლებიც კურსდამთავრებულებს ეხმარებიან საჭირო ინფორმაციითა და რეკომენდაციებით). ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებზე მოთხოვნა მაღალია, როგორც სახელმწიფო ასევე კერძო სექტორში.