ყველა სკოლა
ENGLISH
25.11.2014 |

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მასარიკის უნივერსიტეტთან

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მასარიკის უნივერსიტეტთან

2014 წელს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლას და მასარიკის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს (ჩეხეთის რესპუბლიკა) შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

სხვადასხვა სამეცნიერო, კვლევით და საგანმანათლებლო აქტივობებთან ერთად, თანამშრომლობა ითვალისწინებს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის და მასარიკის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა გაცვლით პროგრამებს.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 2014 წლის 3-13 ნოემბერს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ლექტორმა გიორგი ხატიძემ, მასარიკის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო და ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტში, სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე წაიკითხა ლექციათა კურსი საერთაშორისო საინვესტიციო სამართალში.

სიახლეების არქივი
2019
2018
2017
2016
2015
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი