ყველა სკოლა
ENGLISH
29.09.2014 |

საერთაშორისო სამართლის სტუდენტთა აქტივობა

საერთაშორისო სამართლის სტუდენტთა აქტივობა

2014 წლის 24-28 სექტემბერს, Arbitration Initiative Georgia-ს ორგანიზებითა და EMWI-JILEP-ის მხარდაჭერით, ვილემ ვისის სახელობის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებული პროცესის მონაწილეებს 5 დღიანი მოსამზადებელი ტრენინგი ჩაუტარდათ.

ტრენინგი მიზნად ისახავდა შეჯიბრში მონაწილე ქართული გუნდების იმიტირებული პროცესისათვის მომზადებას. AIG-ს ტრენერებთან ერთად მონაწილეები გაეცნენ საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის პრაქტიკასა და საერთაშორისო კერძო სამართლის ძირითად საფუძვლებს.

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სახელით ვილემ ვისის სახელობის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის შეჯიბრში მონაწილეობას GIPA-ს საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტები მიიღებენ.

2015 წლის აპრილში რიგით 22-ე შეჯიბრების დასვნითი რაუნდებისთვის GIPA-ს სტუდენტები ვენაში გაემგზავრებიან.

სიახლეების არქივი
2019
2018
2017
2016
2015
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი