ყველა სკოლა
ENGLISH
25.07.2016 |

საჯარო ლექცია GIPA-ში თემაზე: ,,სახელმწიფოს კომპეტენცია განსაზღვროს რა არის ,,რელიგია’’ და რელიგიური ორგანიზაციების ავტონომია“

საჯარო ლექცია GIPA-ში თემაზე: ,,სახელმწიფოს კომპეტენცია განსაზღვროს რა არის ,,რელიგია’’ და რელიგიური ორგანიზაციების ავტონომია“

პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ხელშეწყობით, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ორგანიზებით, 26 ივლისს, 19:00 საათზე მედია კლუბში „ფრონტლაინ ჯორჯია“ გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე:

,,სახელმწიფოს კომპეტენცია განსაზღვროს რა არის ,,რელიგია’’ და რელიგიური ორგანიზაციების ავტონომია“.

მომხსენებლები იქნებიან:

ბრიჯიტ არიმონდი (ნორსვესტერნის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი, აშშ, ჩიკაგო) აშშ-ს პრეცედენტულ სამართალზე დაყრდნობით ისაუბრებს „რელიგიის“ ცნების სახელმიწფოს მიერ განსაზღვრის შესაძლებლობასა და შემთხვევებზე. ასევე აშშ-ს მაგალითზე მიმოიხილავს, არის თუ არა სახელმწიფო უფლებამოსილი, ჩაერიოს რელიგიური ინსტიტუტების შიდა საქმიანობაში.

ვახუშტი მენაბდე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ადამიანის უფლებების კურსის ხელმძღვანელი) ისაუბრებს ევროპულ კონტექსტზე - სეკულარული სახელმწიფოს უფლებაზე ჩაერიოს რელიგიის თავისუფლების განხორციელებაში - განსაზღვროს რამდენად წარმოადგენს კონკრეტული ელემენტი რელიგიის თავისუფლებით დაცულ სფეროს.


PROLoG-ის პროექტის იმპლემენტაციას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI), რომელიც ფინანსდება ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.

სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური. უზრუნველყოფილი იქნება თარგმანი.

დასწრება თავისუფალია

მისამართი: თბილისი, ლადო ასათიანის ქ. 62



              


სიახლეების არქივი
2019
2018
2017
2016
2015
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი