ყველა სკოლა
ENGLISH
23.03.2016 |

მედია კლუბში „ფრონტლაინ ჯორჯია“ გაიმართა საჯარო დისკუსია ქალთა უფლებების თემაზე

მედია კლუბში „ფრონტლაინ ჯორჯია“ გაიმართა საჯარო დისკუსია ქალთა უფლებების თემაზე

ქალთა ისტორიის თვის აღსანიშნავად, პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ხელშეწყობით, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ორგანიზებით, 21 მარტს მედია კლუბში „ფრონტლაინ ჯორჯია“ გაიმართა საჯარო დისკუსია ქალთა უფლებების თემაზე: „რა პასუხი აქვს სახელმწიფოს ქალთა მიმართ ძალადობაზე“. დისკუსიაზე მომხსენებლები იყვნენ: ეკატერინე სხილაძე - საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თამარ დეკანოსიძე - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, და ნათია მეზვრიშვილი - საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი საქართველოს პროკურატურაში. მათ ისაუბრეს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, გენდერული დანაშაულების გამოძიების და დასჯის ტენდენციებზე და ამ დანაშაულებთან მიმართებით დამდგარ განაჩენებზე. ღონისძიებას ესწრებოდა 30 მსმენელი. დისკუსიას მოდერაცია გაუწია ვახუშტი მენაბდემ - PROLoG-ის ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელმა GIPA-ში.

სიახლეების არქივი
2019
2018
2017
2016
2015
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი