ყველა სკოლა
ENGLISH

სკოლის ისტორია

 

GIPA-ს მმართველობის სკოლა 1994 წელს, საქართველოს მთავრობის და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მართვის ეროვნული აკადემიის (NAPA) მოლაპარაკებისა და ერთობლივი პროექტის საფუძველზე შეიქმნა. წლების განმავლობაში, სკოლა პირველი და ერთადერთი აღმოჩნდა, რომელიც საქართველოში სახელმწიფო მმართველობის სამაგისტრო პროგრამებს ახორციელებს.

მმართველობის სკოლას დაარსების დღიდან დახმარებას და ხელმძღვანელობას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მართვის ეროვნული აკადემია უწევს, რომელიც 400 წევრს აერთიანებს. მათ შორის არიან, ქვეყნის ცნობილი სახელმწიფო მოხელეები, ამერიკის აკადემიური წრეების წარმომადგენლები, უნივერსიტეტების პროფესორები. აკადემიის წევრები მონაწილეობას იღებენ სწავლებაში, კონსულტაციებსა და სამეცნიერო კვლევებში სახელმწიფო მმართველობის დარგში. ასევე საერთაშორისო პარტნიორი უნივერსიტეტები, კერძოდ, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტი (ა.შ.შ) და ვროცლავის უნივერსიტეტი (პოლონეთი), რომლებიც სკოლას აკადემიური პერსონალის განვითარებაში, კურიკულუმის მოდიფიცირებაში, პროგრამის დახვეწასა და ინოვაციების დანერგვაში უწყობენ ხელს.

მმართველობის სკოლის მიზანი ახალი ტიპის სახელმწიფო მოხელის გაზრდაა, რომელიც სახელმწიფო მართვისა და სახელმწიფოებრივი მოწყობის პრინციპებში, ორგანიზაციულ და ადმინისტრაციულ თეორიებსა და სამართალში, საჯარო მართვის თეორიასა და პრაქტიკაში, საჯარო მართვის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ისტორიულ ასპექტებში უკეთ შეძლებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას.სკოლაში საუკეთესო პირობებია შექმნილი ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენელთა მომზადებისთვის, რაც მათი საბაზრო ეკონომიკისათვის დამახასიათებელი დემოკრატიული პრონციპების შესაბამისი ცოდნით აღჭურვას მოიცავს. 

20 წლის არსებობის მანძილზე მმართველობის სკოლა 1000-ზე მეტ კურსდამთავრებულს ითვლის, რომელთა 93% წარმატებით არის დასაქმებული სხვადასხვა საჯარო, კერძო, არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციაში.

 

მმართველობის სკოლაში ფუნქციონირებს 4 სამაგისტრო და 1 საბაკალავრო პროგრამა:

 

ასევე სასერტიფიკატო კურსები: