ყველა სკოლა
ENGLISH

სასერტიფიკატო პროგრამები

მარკეტინგის სერტიფიცირებული მენეჯერი

ზოგადი მენეჯმენტი

ფინანსების მენეჯმენტი

ჯანდაცვის პოლიტიკა და ადმინისტრირება

ყველაფერი თბილისის შესახებ

ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტი

ბიზნესის მენეჯმენტი

ადამიანური რესურსების მართვა

ნორჩ მენეჯერთა სასერტიფიკატო პროგრამა

საქართველო-სტრატეგია 2020

გარემოს, ბუნებრივი და ენერგო რესურსების პოლიტიკა

ადიქტოლოგია: ნარკოტიკები და დამოკიდებულება

მაგარი ალკოჰოლური სასმელების მენეჯმენტი

ბიზნეს ქოუჩინგი

ფარმაციის მენეჯმენტი და ფარმაცევტული ზრუნვა

თვითმენეჯმენტი (55+)

გაყიდვების მენეჯმენტი

HR - ქუთაისი

აგრობიზნეს მენეჯმენტი - ქუთაისი

აგრომარკეტინგი - ქუთაისი

ოფისის მენეჯმენტი

საშაბათო მასტერკლასები

ბიზნეს ინგლისური

გაყიდვების მენეჯმენტი

 

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი გთავაზობთ გაყიდვების მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამას, რომელიც განკუთვნილია როგორც ახალბედა მენეჯერებისთვის, რომლებსაც სურთ საკუთარი კარიერა დაუკავშირონ გაყიდვების მენეჯმენტის სფეროს, ასევე, აღნიშნულ სფეროში დასაქმებული საცალო და საბითუმო სავაჭრო წერტილების მენეჯერებისათვის, რომლებსაც სურთ გაიღრმავონ საკუთარი ცოდნა და უნარები ამ მიმართულებით.

სალექციო კურსები შემუშავებული და წარმოდგენილია ინსტიტუტის წამყვანი ლექტორების, პრაქტიკოსი მენეჯერებისა და პროფესიონალი კონსულტანტების მიერ, განათლების თანამედროვე მეთოდებსა და სასწავლო პროგრამებზე დაყრდნობით.

პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ გაყიდვების მართვას, შეკვეთების დაგეგმვას, ეცოდინებათ რითეილ მარკეტინგი და მერჩენდაიზინგი.

 

პროგრამის აღწერილობა

       1. გაყიდვების მენეჯმენტი

  • გაყიდვების მართვის კონცეფცია
  • გაყიდვების განაყოფის სტრუქტურა და მართვა, სავაჭრო გუნდის მართვა
  • კატეგორიების მენეჯმენტი, ასორტიმენტის მართვა კატეგორიების მიხედვით
  • მარაგების და შეკვეთების მართვა, სადაზღვევო მარაგი
  • გაყიდვების პროგნოზირება
  • დისტრიბუციის მართვა
  • სატელეფონო, ინტერნეტ და TV გაყიდვები
  • კორპორატიული გაყიდვები
  • კონტენტ მენეჯმენტი
  • შეკვეთის ციკლი, შესრულების დაგეგმილი დრო და ეკონომიური მოცულობა
  • დებიტორული დავალიანების მართვა
  • ინვესტიციები მარაგებში
  • ფიზიკური და პერიოდული ინვენტარიზაცია
  • მერჩენდაიზინგი რითეილში, სამსაფეხურიანი მერჩენდაიზინგი
  • ATL&BTL აქტივობები
  • მიმზიდველი ასორტიმენტი
  • ატმოსფერო, მუსიკა და სურნელი მაღაზიაში
  • ფასწარმოქმნა და ფასების აღქმა
  • ლოიალობის ბარათები, ფასდაკლებების სისტემა
  • მოლაპარაკების და მომხმარებელზე „ზემოქმედების“ უნარები
  • მომხმარებლების ტიპები

       2. პროფესიული უნარების განვითარება

  • წარმატებული კომუნიკაციის მოდელები
  • ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის პრინციპები
  • საჯარო გამოსვლების ძირითადი პრინციპები
  • ელექტრონულ ცხრილებთან მუშაობის  უნარ-ჩვევები,  MS Excel 2013 (2016)

 

ტექნიკური აღწერილობა

სწავლის ხანგრძლივობა3 თვე, კვირაში სამჯერ, საღამოობით 19:00-დან 22:00-მდე. შაბათობით დღის განმავლობაში.

კურსის მოცულობა99 საათი

სწავლების ენაქართული

 

მისაღები პროცედურები

სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა, უნდა გადმოაგზავნონ პირადობის მოწობის ასლი და ავტობიოგრაფია (CV) საკონტაქტო მეილზე (s.sukhiashvili@gipa.ge) და შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.

საბუთების მიღების ბოლო ვადა არის 2018 წლის 30 მარტი,  სწავლა დაიწყება 2018 წლის  4 აპრილიდან. 

საბუთების მიღების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.

შერჩევის კრიტერიუმები: 

 

  • მოტივაცია
  • კომუნიკაციის უნარი
  • სამუშაო გამოცდილება

 

სწავლის საფასური

პროგრამის ღირებულება: 1800 ლარი

გადახდის გრაფიკი: თანხის ნაწილი, 1 000 ლარი, უნდა ჩაირიცხოს სწავლის დაწყებიდან პირველი კვირის განმავლობაში და 800 ლარი, სწავლის შუა პერიოდში.

 

პროგრამაზე გათვალისწინებული არის შემდეგი სახის ფასდაკლებები:

1. GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%

2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%

3. მრავალშვილიანი ოჯახის შვილი და/ან  მშობელი (სამი და მეტი შვილი) – 10%

 

კორპორატიული ფასდაკლება:

1. ორი ან სამი თანამშრომელი – 10%

2. ოთხი თანამშრომელი – 15%

3. ხუთი ან მეტი თანამშრომელი – 20%

*კორპორატიული ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ ორგანიზაციის მიერ სწავლის დაფინანსების შემთხვევაში

*მონაწილეს შეუძლია ისარგებლოს ფასდაკლების მხოლოდ ერთი ვერსიით.


საბანკო რეკვიზიტები:

  • სს „ თიბისი ბანკი“
  • საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22
  • მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL

*გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.

 

სერტიფიკატი

სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ გაყიდვების მენეჯმენტის პროგრამის დამამთავრებელი სერტიფიკატი.

სერტიფიკატის აღების წინაპირობაპროგრამის მანძილზე, მსმენელებმა განვლილ საგნებში უნდა ჩააბარონ გამოცდები. ასევე, კურსის ბოლოს უნდა წარმოადგინონ ინდივიდუალური პროექტი.

 

პროგრამის განმახორციელებლები

გიორგი ემინაშვილი - სამართალმცოდნეობის მაგისტრი. აქვს ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. იყო ბიზნეს განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. არის წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვის მრჩეველი. მუნიციპალური მომსახურების უზრუნველმყოფთა ასოციაციის (MSPA) პროექტში „ქალები მართავენ ქვეყანას: ადგილობრივ თვითმმართველობაში გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად“ (UNDP, UNJP და RLD-ს მხარდაჭერით).

ნიკოლოზ ბაქარაშვილი - ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი. განათლება მიღებული აქვს საზღვარგარეთ. არის არაერთი პუბლიკაციის ავტორი. აქვს  გაყიდვების სფეროში, ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 

ჯულიეტა გაგლოშვილი - ინჟინერიის დოქტორი ინფორმატიკაში. ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებისა და  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა მიმართულების სასწავლო - სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელი. არის მრავალი პუბლიკაციის თანაავტორი და სამეცნიერო კონფერენციების მონაწილე. აქვს პროექტებზე მუშაობისა და განხორციელების მრავალწლიანი გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით. 


საკონტაქტო პირი


სოფო სუხიაშვილი

კოორდინატორი

ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი

მის: იეთიმ გურჯის ქუჩა 7ბ, თბილისი, 0105

ტელ: (995 32) 2 49 75 00 

ელ-ფოსტა:  s.sukhiashvili@gipa.ge

მობ: +995 577 011 257