ყველა სკოლა
ENGLISH

სასერტიფიკატო პროგრამები

მარკეტინგის სერტიფიცირებული მენეჯერი

ზოგადი მენეჯმენტი

ფინანსების მენეჯმენტი

ჯანდაცვის პოლიტიკა და ადმინისტრირება

ყველაფერი თბილისის შესახებ

ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტი

ბიზნესის მენეჯმენტი

ადამიანური რესურსების მართვა

ნორჩ მენეჯერთა სასერტიფიკატო პროგრამა

საქართველო-სტრატეგია 2020

გარემოს, ბუნებრივი და ენერგო რესურსების პოლიტიკა

ადიქტოლოგია: ნარკოტიკები და დამოკიდებულება

მაგარი ალკოჰოლური სასმელების მენეჯმენტი

ბიზნეს ქოუჩინგი

ფარმაციის მენეჯმენტი და ფარმაცევტული ზრუნვა

თვითმენეჯმენტი (55+)

გაყიდვების მენეჯმენტი

HR - ქუთაისი

აგრობიზნეს მენეჯმენტი - ქუთაისი

აგრომარკეტინგი - ქუთაისი

ოფისის მენეჯმენტი

საშაბათო მასტერკლასები

ბიზნეს ინგლისური

ფარმაციის მენეჯმენტი და ფარმაცევტული ზრუნვა

პროგრამის შესახებ 

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) გთავაზობთ სამთვიან სასერტიფიკატო კურსს „ფარმაციის მენეჯმენტი და ფარმაცევტული ზრუნვა“.

 

პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია განუვითაროს მსმენელებს არა მხოლოდ ფარმაცევტული საქმიანობის მენეჯმენტისათვის მნიშვნელოვანი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები, არამედ  შეასწავლოს მათ სამკურნალო საშუალებების წარმოების ტექნოლოგიური თავისებურებები, მათი ხარისხის შეფასების კრიტერიუმები, წამლის ფორმების სტანდარტიზაციის საფუძვლები.

პროგრამა შედგება ბიზნესის და ფარმაციის მენეჯმენტის მოდულებისგან, რომლის ფარგლებში მსმენელი გაეცნობა ფარმაცევტული სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობას, აითვისებს ფარმაცევტული მენეჯმენტისა და მარკეტინგის პრინციპებს, მომხმარებელთან ქცევის სტანდარტებს, გაყიდვების ტექნიკას, ხარისხის უზრუნველყოფის სისტემას და  კლინიკური ფარმაციისა და ფარმაცევტული ზრუნვის საფუძვლებს.

პროგრამის ფარგლებში ჩატარდება მასტერკლასები ფარმაციის დარგის წამყვან ექსპერტებთან და ფარმაციის ბიზნესის წარმომადგენლებთან.  

პროგრამის სამიზნე აუდიტორია არის ფარმაციის მიმართულებით მომუშავე სპეციალისტები, ექიმები, სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, რომლებსაც სურთ ცოდნის ამაღლება და კარიერული ზრდა.

 

პროგრამის აღწერილობა

1. ქართული ფარმაცევტული ბაზრის სპეციფიკა - 3 საათი

კურსის ფარგლებში მსმენელები გაეცნობიან ქართული ფარმაცევტული ბაზრის რეალობას და გაანალიზებენ არსებულ სტეიკჰოლდერებს.

2. სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლი და სტანდარტიზაციის საფუძვლები - 21 სთ

მონაწილეები გაეცნობიან სამკურნალო საშუალებების ნომენკლატურის და კლასიფიკაციის საფუძვლებს; ATC კოდს და ფარმაკო - თერაპიულ ჯგუფებს;  სამკურნალო საშუალებების სტრუქტურას (ფიზიკურ-ქიმიურ თვისებები, ხარისხის შეფასების ანალიზური მეთოდები,  ქიმიური შეუთავსებლობა, სტაბილურობა, შენახვის პირობები); ფარმაცევტული სუბსტანციისა  და წამლის ფორმების სტანდარტიზაციის პრინციპებს.

3. სოციალური ფარმაცია - 12 სთ 

კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან სოციალური ფარმაციის არსს და კავშირს სხვა მეცნიერებებთან. გაეცნობიან ადამიანის ჯანმრთელობაზე და პაციენტის ქცევაზე მოქმედ ფაქტორებს; შეისწავლის ფარმაცევტის პროფესიონალური თვითშეგნების არსს და როლს პირველად სამედიცინო მომსახურებაში; გაანალიზებენ რა არის ფარმაცევტული ეთიკა და დეონტოლოგია.

4. ფარმაცევტული ტექნოლოგიის საფუძვლები - 6 სთ 

მსმენელები გაეცნობიან ფარმაცევტული ტექნოლოგიის ძირითადი ასპექტებს და ცალკეული წამლის ფორმის შემუშავებისა და წარმოების პრინციპებს.

5. კლინიკური ფარმაცია - 18 სთ 

კურსი მონაწილეებს მისცემს საშუალებას გაეცნონ ფარმაციის თანამედროვე კონცეფციას ჯანმო-სა (WHO) და ფარმაცევტთა საერთაშორისო ფედერაციის (FIP) რეკომენდაციების მიხედვით. გაანალიზებენ კლინიკური ფარმაციის ადგილს პაციენტზე ორიენტირებულ ფარმაცევტულ პრაქტიკაში, ანტიბიოტიკოთერაპიის პრობლემებსა და სამკურნალო საშუალებების  რაციონალური გამოყენების თეორიულ საფუძვლებს.

6. ფარმაცევტული ზრუნვა - 18 სთ 

დღეისათვის ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება მსმენელებს საშუალებას მისცემს გაეცნონ ფარმაკოლოგიურ ფორმულარებს, წამალთა ოპტიმალური შერჩევის პრინციპებს ჯანმო-ს რეკომენდაციების მიხედვით, გაანალიზებს წამალთა ნაციონალურ პოლიტიკას და ფარმაცევტული ზრუნვის პრაქტიკულ ალგორითმებს.

7. ფარმაციის  მენეჯმენტი - 12 სთ

კურსის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან მენეჯმენტის პასუხისმგებლობები და მეთოდოლოგიას, როგორ ხორციელდება შიდა ორგანიზაციული პროცესები, ხარისხის კონტროლი, რეკლამაციების მენეჯმენტი და შეფასების კრიტერიუმები; ასევე, გაანალიზებენ შიდა აუდიტის, მონიტორინგისა და შეფასების არსს, მაკორექტირებელ და გამაფრთხილებელ ღონისძიებებ და CAPA (Corective actions, Preventive actions) პრინციპებს.  

 8. ფარმაცევტული მარკეტინგი - 6 სთ

მსმენელები გაეცნობიან ფარმაცევტული ფარმაცევტული პროდუქტის მოთხოვნილებებისა და მოთხოვნის მარკეტინგული განსაზღვრის მეთოდებს. ზოგიერთ სამკურნალო პრეპარატების ჯგუფებზე მოთხოვნილებების პროგნოზირებას და მოთხოვნის სიდიდეზე ზემოქმედი ფაქტორებისა და დონის განსაზღვრას კოლერაციის კოეფიციენტის საშუალებით.  

9. ბიზნესის მენეჯმენტი - 9 სთ

მსმენელი გაეცნობა გაეცნობა ბიზნეს გარემოს, იდეის პროექტის სახით ჩამოყალიბების პრინციპებს. გაანალიზებს ბიზნესის გარშემო არსებულ რისკებს, მათ კლასიფიცირებას წარმოშობისა და ხასიათის მიხედვით. კურსი მსმენელებს დაეხმარება უკეთ გაიაზრონ ბიზნეს გეგმის არსი და მისი როლი საქმიანობის სწორად დაგეგმვის, დაგეგმილი საქმიანობის ცხოვრებაში წარმატებულად გატარებისა და საქმიანობისთვის საჭირო ფინანსების მოზიდვის თვალსაზრისით.

10. ეფექტური კომუნიკაცია და მომხმარებელთან ურთიერთობა - 15 სთ

კურსის მიზანია, შეასწავლოს მონაწილეებს საჯარო გამოსვლის ტექნიკა და აღჭურვოს ისინი იმ უნარებით, რაც საჭიროა ეფექტური პრეზენტაციისათვის. სტუდენტები შეისწავლიან, თუ როგორ უნდა მოამზადონ საჯარო გამოსვლა და პრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით. შეისწავლიან მომხმარებელთან ქცევის სპეციფიკას და მოლაპარაკების წარმოების ხელოვნებას.

11. გაყიდვების სტრატეგიები - 9 სთ

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან საფასო სტრატეგიის შემუშავებას, მარკეტინგული არხების მართვის და ბაზრის ანალიზის პრინციპებს და კონკურენციის ანალიზის მნიშვნელობას გაყიდვების კუთხით.

სასერტიფიკატო კურსის ბოლოს მსმენელები მონაწილეობას მიიღებენ ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ვორქშოფებში

 

პროგრამის ფარგლებში მოწვეული სტუმრები (არასრული სია)

თეა ჯიქია - ფარმაციის დოქტორი,  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სანიმისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

ეკა კოპლატაძე - ფარმაცევტული კომპანია “ჯი-ემ-პი”, დირექტორი ხარისხის დარგში; უფლებამოსილი პირი (QP). ხარისხის ეროვნული საბჭოს (ეკონომიკის სამინისტრო) წევრი. სსიპ ”აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი”, ლაბორატორიების კომიტეტის წევრი. ECA European Compliance Academy, ევროპის შესაბამისობის აკადემიის წევრი.

მოწვეული სტუმარი დავით მაჭარაშვილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სანიმისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი

 

პროგრამის ლექტორები

1. ნაილი შენგელიძე - ფარმაციის დოქტორი, საზოგადოება“ცოდნის“ უმაღლესი სასწავლებლის პროფესორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სანიმისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წამლის რეგისტრაციის სამმართველოს უფროსი.

2. ტატა ჭანტურია - ფარმაციის დოქტორი. საზოგადოება“ცოდნის“ უმაღლესი სასწავლებლის მოწვეული პროფესორი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სოციალური და კლინიკური ფარმაციის დეპარტამენტის მოწვეული პროფესორი. პროფესიული შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის უსაფრთხოების სისტემის აუდიტორი (Eurepean Organization for Quality). ხარისხის მენეჯმენტის სისტემის აუდიტორი. (EOQ).

3. თამაზ ჭუმბურიძე - ფარმაციის დოქტორი, თსსუ სოციალური და კლინიკური ფარმაციის  დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, საზოგადოება“ცოდნის“ უმაღლესი სასწავლებლის მოწვეული პროფესორი. ევროპის საბჭოს წამალთა ხარისხის დირექტორატის (EDQM) სამეცნიერო კომისიის წევრი.  ევროპის ფარმაცევტული ფორუმის (EUROPHARMFORUM) წევრი.

4. ნანა გორგასლიძე - ფარმაციის დოქტორი, თსსუ ი. ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორი. თსსუ სოციალური ფარმაციის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. საზოგადოება “ცოდნის“ უმაღლესი სასწავლებლის მოწვეული პროფესორი.

5. ზაზა ჩაფიჩაძე - მედიცინის დოქტორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სანიმისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მთავარი სპეციალისტი. ფარმაცევტული პრაქტიკის ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების კომიტეტის ექსპერტი (CD-P-PH/PC). ევროპის საბჭოს წამალთა ხარისხის დირექტორატის (EDQM) სამეცნიერო კომისიის ექსპერტი.

6. ლალი მიქაია - ფარმაციის დოქტორი, თსსუ ფარმაცევტული ტექნოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. საზოგადოება“ცოდნის“ უმაღლესი სასწავლებლის ასოცირებული პროფესორი.

7. გიორგი თურქია - PhD, აქვს ბიზნეს მენეჯმენტის სექტორში ლექციების წაკითხვის +20 წლიანი გამოცდილება. 17 წელია არის ექსპერტი ბიზნესის დაგეგმარების და მენეჯმენტის საკითხებში და კონსულტაციებს უწევს სახელმწიფო, კერძო და საერთაშორისო  ორგანიზაციებს. არის რამდენიმე პროექტის ინიციატორი და გამოცდების ეროვნული ცენტრის ჯგუფის სპეციალისტი. ასევე, წიგნის „ბიზნესის საფუძვლები“ და „ბიზნესი“ თანაავტორი.

8. ნიკოლოზ აბუაშვილი - ბიზნეს პრობლემების გადაწყვეტის 20+ წლიანი გამოცდილება. რიგითი თანამშრომლიდან დაწყებული, ზედა რგოლის მენეჯერობითა და კონსულტანტობით დამთავრებული, მას უმუშავია კერძო და საჯარო ორგანიზაციების ფართო წრესთან, როგორებიც არიან ბანკები („თიბისი ბანკი“, „სახალხო ბანკი“ და სხვა), ინფრასტრუქტურული კომპანიები (საქართველოს რკინიგზა, ბათუმისა და ფოთის პორტები), მწარმოებლები (ლუდსახარშები „ლომისი“ და „ნატახტარი“), სამთავრობო და საერთაშორისო ინსტიტუტები (GEPA, GTZ, KfW, TACIS, მსოფლიო ბანკი) და სხვა ორგანიზაციები სხვადასხვა სექტორიდან. არის კომპანია „Business Infrastructure Solutions“–ის დამფუძნებელი პარტნიორი.

9. მაია ხეცურიანი - ბიზნეს კომუნიკაციებისა და მოლაპარაკებების წარმოების ლექტორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA)  დოქტურანტურის სტუდენტი, ფარმაცევტული კომპანია  „სერვიე“-ს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი, GIPA-ს ბიზნესის მიმართულების მრჩეველთა საბჭოს  წევრი, საფრანგეთისა და საქართველოს სავაჭრო პალატის წევრი 2011 წლიდან, საქართველოს ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის საბჭოს წევრი.

 

ტექნიკური აღწერილობა

სწავლის ხანგრძლივობა: 3 თვე

კურსის მოცულობა: 130 საათი

პროგრამის ღირებულება: 1250 ლარი

სასწავლო მეთოდოლოგიასწავლება ინტერაქტიულია და ითვალისწინებს მონაწილეების აქტიურ ჩართულობას.

ლექციები ჩატარდება სამუშაო დღეებში, საღამოობით 19:00-დან 22:00-მდე და შაბათობით დღის განმავლობაში. სამუშაო დღეებში ლექციები ჩატარდება „საზოგადოება ცოდნის“ ბაზაზე და შაბათობით GIPA-ს შენობაში.

 

სერტიფიკატი

სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ფარმაციის მენეჯმენტის და ფარმაცევტული ზრუნვის სერტიფიკატი. 

 

მოთხოვნა სერტიფიკატის მისაღებად:

  • თითოეულ საგანში დადებითი შეფასების მიღება;
  • აქტიური მონაწილეობა
  • საბოლოო პროექტის განხორციელება

 

საბანკო რეკვიზიტები:

  • სს „ თიბისი ბანკი“
  • საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22
  • მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL

გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.

 

 

პროგრამაზე გათვალისწინებული არის შემდეგი სახის ფასდაკლებები:

  1. GIPA - ს კურსდამთავრებულთათვის - 10%
  2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში - 10%
  3. მრავალშვილიანი ოჯახის წევრი - 10%

 

მისაღები პროცედურები

ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს მიღება

სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ CV და პირადობის მოწმობის ასლი (t.kapanadze@gipa.ge) და შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.

საბუთების მიღების შემდეგ ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.


შერჩევის კრიტერიუმი:

  1. მოტივაცია
  2. სამუშაო გამოცდილება დარგში
  3. უპირატესობა მიენიჭება სამედიცინო სფეროს ან ფარმაციის მიმართულების კურსდამთავრებულს

 

საკონტაქტო პირი:

თორნიკე კაპანაძე,

კოორდინატორი
ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი,
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი,
მის: იეთიმ გურჯის ქუჩა 7, თბილისი, 0105,
ტელ: (995 32) 2 49 75 00,
ელ-ფოსტა:  t.kapanadze@gipa.ge