ყველა სკოლა
ENGLISH

სასერტიფიკატო პროგრამები

მარკეტინგის სერტიფიცირებული მენეჯერი

ზოგადი მენეჯმენტი

ფინანსების მენეჯმენტი

ჯანდაცვის პოლიტიკა და ადმინისტრირება

ყველაფერი თბილისის შესახებ

ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტი

ბიზნესის მენეჯმენტი

ადამიანური რესურსების მართვა

ნორჩ მენეჯერთა სასერტიფიკატო პროგრამა

საქართველო-სტრატეგია 2020

გარემოს, ბუნებრივი და ენერგო რესურსების პოლიტიკა

ადიქტოლოგია: ნარკოტიკები და დამოკიდებულება

მაგარი ალკოჰოლური სასმელების მენეჯმენტი

ბიზნეს ქოუჩინგი

ფარმაციის მენეჯმენტი და ფარმაცევტული ზრუნვა

თვითმენეჯმენტი (55+)

გაყიდვების მენეჯმენტი

HR - ქუთაისი

აგრობიზნეს მენეჯმენტი - ქუთაისი

აგრომარკეტინგი - ქუთაისი

ოფისის მენეჯმენტი

საშაბათო მასტერკლასები

ბიზნეს ინგლისური

თვითმენეჯმენტი (55+)

თვითმენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამა 

 

პროგრამის შესახებ:

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი გთავაზობთ სასერტიფიკატო პროგრამას 55+, რომელიც განკუთვნილია 55 წელს გადაცილებული ადამიანებისათვის.

55+ პროგრამა უფროსებს სთავაზობს ახალი ტექნოლოგიების შესწავლის ინოვაციურ პრაქტიკას, რომელიც ორიენტირებულია მათთვის ინფორმაციისა და ახალი შესაძლებლობების გახსნაზე. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას, გაიუმჯობესებენ თანამედროვე ცხოვრების უნარებს, რაც მათ უფრო ორგანიზებულსა და აქტიურს გახდის.

 

პროგრამის აღწერილობა :

 1. ინფორმირებული მოქალაქე - 2 შეხვედრა

თანამედროვე პერიოდში მრავალი ტიპის ინფორმაციაზე მიგვიწვდება ხელი, რომელიც სხვადასხვა წყაროდან ვრცელდება - ტელევიზიით, ინტერნეტით, რადიოთი, ბეჭდური მედიით, ადამიანებს შორის ურთიერთობით და სხვა. ინფორმაციას ავრცელებენ პოლიტიკოსები საკუთარი დანაპირების შესახებ, კომპანიები საკუთარი პროდუქტების შესახებ, ექსპერტები საკუთარი მოსაზრებების შესახებ და ა.შ. შესაბამისად, თანამედროვე პერიოდში პრობლემას არ წარმოადგენს ინფორმაციის „რაოდენობა;“ დღეისათვის პრობლემის არსი მის ხარისხსა და სანდოობაშია. იმისთვის, რომ ჩვენ გავხდეთ ინფორმირებული მოქალაქე, უნდა ვიცოდეთ როგორ გადავამოწმოთ მიღებული ინფორმაცია, განვასხვავოთ ფაქტები ვარაუდებისგან, ჩამოვაყალიბოთ არგუმენტები და კრიტიკულად შევაფასოთ მოწოდებული ინფორმაცია.

2. ინგლისური ენა - 2 შეხვედრა 

დღესდღეობით, ინგლისური ტერმინები გვხვდება ყველგან, იქნება ეს ტელეგადაცემები, ყოველდღიური მოხმარების საგნები თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები. იმისათვის, რომ მიღებული ინფორმაცია სწორად გავაანალიზოთ, მნიშვნელოვანია ელემენტარული ინგლისურენოვანი ტერმინებისა და სიტყვების ცოდნა. ეს საშუალებას მოგვცემს უფრო მარტივად შევასრულოთ ყოველდღიური ამოცანები.

3. სამომხმარებლო პროგრამები - 2 შეხვედრა

კურსის მსვლელობისას მსმენელები გაეცნობიან კომპიუტერთან მუშაობის ძირითად პრინციპებს, შეიძენენ ისეთ უნარ-ჩვევებს, როგორიცაა დოკუმენტის შენახვა-გახსნა, ტექსტის შეყვანა და ფორმატირება, ცხრილების შექმნა, დოკუმენტების შედარება,  დიაგრამების შექმნა,  ფორმულებთან მუშაობა და სხვა.

 4. სოციალური მედიის მართვა - 3 შეხვედრა

კურსის მსვლელობისას მსმენელები მიიღებენ ინფორმაციას მსოფლიოში ყველაზე პოპულარული  სოციალური ქსელის Facebook-ის გამოყენების შესახებ - როგორ განვათავსოთ ფოტოები სოციალურ ქსელში,  მოვძებნოთ ნაცნობები, დავამატოთ და ვიურთიერთოთ ონლაინ რეჟიმში. გაეცნობიან საძიებო სისტემას Google-ს და მის პროდუქტებს - რუკა და კალენდარი. ისინი შეისწავლიან ელ-ფოსტის შექმნას, წერილების გაგზავნა-მიღებას, ფოტოების გადაღებას და გაგზავნას სხვადასხვა მედია საშუალებებით,  სხვადასხვა დოკუმენტების და საჭირო აპლიკაციების ჩამოტვირთვას და მათ გამოყენებას.  ასევე, მონაწილეები შეისწავლიან პლანშეტის გამოყენებას, რაც გაუმარტივებს მათ მოგზაურობას რუკის დახმარებით. მსმენელებს ასევე ეცოდინებათ, როგორ მოიპოვონ ინფორმაცია მთავრობის შესახებ და ონლაინ მიიღონ მომსახურება.

5. პირადი ბიუჯეტის მართვა - 2 შეხვედრა

კურსის მიზანია მსმენელებს გააცნოს მათი ფინანსების ეფექტურად მართვისა და გადანაწილების გზები. კურსი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის ბანკთან ურთიერთობისა და ბანკომატის მოხმარების თავისებურებები, დაფინანსების წყაროები უძრავი ქონების მართვის მექანიზმები, ფულის დაბანდების ფორმები და საშუალებები.

*კურსის ფარგლებში გათვალისწინებულია შეხვედრა ქალბატონ მზია გომელაურთან

ტექნიკური აღწერილობა:

სწავლის ხანგრძლივობა: 11 შეხვედრა, ლექციები ჩატარდება ორშაბათს და ხუთშაბათს, დღის განმავლობაში, 13:00-დან 15:00-მდე ინსტიტუტის შენობაში.

კურსის მოცულობა:  22 საათი

პროგრამის ღირებულება:  100 ლარი

სწავლების ენა: ქართული

 

სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ თვითმენეჯმენტის სერტიფიკატი.

 

მისაღები პროცედურები:

სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.

საბუთების მიღების ბოლო ვადა არის 2016 წლის 13 ივნისი. სწავლა დაიწყება 2016 წლის 15 ივნისიდან. 

 

საბანკო რეკვიზიტები:

  • სს „ თიბისი ბანკი“
  • საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22
  • მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL

გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.

 


პროგრამაზე გათვალისწინებული არის შემდეგი სახის ფასდაკლებები:

 1. GIPA -ს კურსდამთავრებულთათვის - 10%

2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში - 10%

3. მრავალშვილიანი ოჯახის წევრი - 10%

 

საკონტაქტო პირი: 

სოფო სუხიაშვილი
კოორდინატორის ასისტენტი
ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
მის: იეთიმ გურჯის ქუჩა 7ბ, თბილისი, 0105
ტელ: (995 32) 2 49 75 00 
ელ-ფოსტა: sopho.sukhiashvili@gipa.ge
მობ: +995 577 011 257