ყველა სკოლა
ENGLISH

სასერტიფიკატო პროგრამები

მარკეტინგის სერტიფიცირებული მენეჯერი

ზოგადი მენეჯმენტი

ფინანსების მენეჯმენტი

ჯანდაცვის პოლიტიკა და ადმინისტრირება

ყველაფერი თბილისის შესახებ

ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტი

ბიზნესის მენეჯმენტი

ადამიანური რესურსების მართვა

ნორჩ მენეჯერთა სასერტიფიკატო პროგრამა

საქართველო-სტრატეგია 2020

გარემოს, ბუნებრივი და ენერგო რესურსების პოლიტიკა

ადიქტოლოგია: ნარკოტიკები და დამოკიდებულება

მაგარი ალკოჰოლური სასმელების მენეჯმენტი

ბიზნეს ქოუჩინგი

ფარმაციის მენეჯმენტი და ფარმაცევტული ზრუნვა

თვითმენეჯმენტი (55+)

გაყიდვების მენეჯმენტი

HR - ქუთაისი

აგრობიზნეს მენეჯმენტი - ქუთაისი

აგრომარკეტინგი - ქუთაისი

ოფისის მენეჯმენტი

საშაბათო მასტერკლასები

ბიზნეს ინგლისური

ზოგადი მენეჯმენტი

 

GIPA-ს ზოგადი მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამა შექმნილია ნებისმიერი განათლების მქონე პირებისათვის, რომელთაც სურვილი აქვთ განავითარონ მენეჯერული და სტრატეგიული ხედვის უნარები, რათა ეფექტური მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო დაწესებულებების, საერთაშორისო, არასამთავრობო თუ კერძო ორგანიზაციების მართვაში. სასწავლო პროცესის განმავლობაში სტუდენტები მიიღებენ იმ ცოდნას, რომელიც წარმატებული ორგანიზაციების ჩამოყალიბებისა და მართვისთვის არის აუცილებელი.

სალექციო კურსები შემუშავებული და წარმოდგენილია ინსტიტუტის წამყვანი ლექტორების, პრაქტიკოსი მენეჯერებისა და პროფესიონალი კონსულტანტების მიერ, განათლების თანამედროვე მეთოდებსა და სასწავლო პროგრამებზე დაყრდნობით.

 

პროგრამის აღწერილობა

1.     ორგანიზაციის მართვის ძირითადი პრინციპები  

  • ორგანიზაციული ეფექტურობა
  • კოორდინაციისა და კონტროლის მექანიზმები
  • მონაწილეობითი მენეჯმენტი

2.     სტრატეგიული მენეჯმენტი

  • სტრატეგიის შემუშავება და დაგეგმვა
  • ქვემიზნების დასახვა
  • სტრატეგიისა და ტაქტიკის შემუშავება

3.     ბიზნეს მენეჯმენტი, ბიზნეს გეგმა 

  • ბიზნეს გარემოს აღწერა
  • ბიზნეს იდეების პროექტის სახით ჩამოყალიბება
  • ბიზნეს გარემოში არსებული რისკების იდენტიფიცირება
  • რისკების მართვის სისტემის მოდელის შექმნა
  • ბიზნეს გეგმის შედგენა 

4.     ფინანსური მენეჯმენტი 

  • ფინანსური და მენეჯერული აღრიცხვის ძირითად პრინციპები 
  • საბალანსო და მოგება-ზარალის ანგარიშგება
  • ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება და ბიუჯეტი
  • ფიქსირებული და ცვლადი ხარჯების იდენტიფიცირება

5.     ბრენდინგი 

  • ბრენდინგის არსი
  • ახალი ბრენდის შექმნა
  • ბრენდის რეპოზიციონირება
  • ბრენდის განვითარების სწორი მართვის განხორციელება

 6.     მართვითი ქოუჩინგი 

  • მენეჯმენტის ქოუჩინგური და დირექტიული სტილი
  • ყინულის გალღობა და ნდობის შექმნა
  • უკუკავშირის მიცემა, მიზნების დასახვა და გუნდური სამუშაოს დაგეგმვა
  • სმარტ ინსტრუმენტის გამოყენებით მიზნებისა და ამოცანების ხორცშესხმა

7.     ადამიანური რესურსების მართვა  

  • პერსონალის მართვის არსი, პრობლემები და მათი გადაჭრის ძირითადი გზები;   
  • პერსონალის მართვის სტრატეგია და პოლიტიკა 
  • პერსონალის მოზიდვა და შერჩევა 
  • სამუშაოს ანალიზი, აღწერა და სპეციფიკაცია 
  • მომუშავის და სამუშაოს შესრულების შეფასება 
  • შრომის მოტივირება და კარიერის მართვა

 8.     ორგანიზაციის სამართლებრივი რეგულაციები

  • იურიდიული პირის არსი და მისი უფლებაუნარიანობა
  • არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა დაფუძნების პროცედურები და მათი მართვის სამართლებრივი მექანიზმები
  • საწარმოში დივიდენდის გაცემის სამართლებრივი წინაპირობები
  • საწარმოს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია

9.     საჯარო გამოსვლები და კომუნიკაციის უნარები 

  • საჯარო გამოსვლების ძირითადი პრინციპები
  • პრეზენტაციის ნაირსახეობები
  • წარმატებული კომუნიკაციის მოდელები
  • ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის პრინციპები

10.   დროის მენეჯმენტი და თვითმენეჯმენტი  

  • დროის დაგეგმვის და განაწილება
  •  თვითდისციპლინა, თვითშეფასება
  •  სტრესის მართვა

 

ტექნიკური აღწერილობა

სწავლის ხანგრძლივობა: 4 თვე, კვირაში სამჯერ ან ოთხჯერ, საღამოობით 19:00-დან 22:00-მდე. შაბათობით დღის განმავლობაში.

კურსის მოცულობა: 171 საათი

სწავლების ენა: ქართული 

 

მისაღები პროცედურები

სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ პირადობის მოწობის ასლი და ავტობიოგრაფია (CV) საკონტაქტო მეილზე (s.sukhiashvili@gipa.ge) და შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.

საბუთების მიღების ბოლო ვადა არის 2018 წლის 7 მარტი.

საბუთების მიღების შემდეგ, 9-10 მარტს, გასაუბრება ჩატარდება მიმღებ კომისიასთან.

სწავლა დაიწყება 2018 წლის 12 მარტიდან.

საბუთების მიღების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.

შერჩევის კრიტერიუმები:

  • მოტივაცია
  •  კომუნიკაციის უნარი
  •  სამუშაო გამოცდილება

 

სწავლის საფასური

პროგრამის ღირებულება: 2000 ლარი

გადახდის გრაფიკი: თანხის ნაწილი, 1000 ლარი უნდა ჩაირიცხოს სწავლის დაწყებიდან პირველი კვირის განმავლობაში და 1000 ლარი, სწავლის შუა პერიოდში.

 

პროგრამაზე გათვალისწინებული არის შემდეგი სახის ფასდაკლებები:

1. GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%

2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%

3. მრავალშვილიანი ოჯახის შვილი და/ან  მშობელი (სამი და მეტი შვილი) – 10%

კორპორატიული ფასდაკლება:

1. ორი ან სამი თანამშრომელი – 10%

2. ოთხი თანამშრომელი – 15%

3. ხუთი ან მეტი თანამშრომელი – 20%

*კორპორატიული ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ ორგანიზაციის მიერ სწავლის დაფინანსების შემთხვევაში

*მონაწილეს შეუძლია ისარგებლოს ფასდაკლების მხოლოდ ერთი ვერსიით.

 

საბანკო რეკვიზიტები:

  • სს „ თიბისი ბანკი“
  • საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22
  • მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL

*გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.

 

 

სერტიფიკატი

სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ზოგადი მენეჯმენტის პროგრამის დამამთავრებელი სერტიფიკატი.

სერტიფიკატის აღების წინაპირობა: პროგრამის მანძილზე, მსმენელებმა განვლილ საგნებში უნდა ჩააბარონ გამოცდები, წარმოადგინონ ინდივიდუალური პროექტები.

 

პროგრამის განმახორციელებლები

მამუკა მახათაძე - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. ვეიქ ფორესტის უნივერსიტეტის (აშშ) ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი(Wake Forest University, Babcock School of Graduate Management), ყოფილი ონკოლოგიური საავადმყოფოს, ახლანდელი უნივერსალური სამედიცინო ცენტრის დირექტორი. 20 წლის მანძილზე წარმატებით მუშაობდა სხვადასხვა ბიზნეს, ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

გიორგი თურქია - სრული პროფესორი ეკონომიკის დარგში. აქვს ბიზნესის მენეჯმენტში ლექციების კითხვის 20-წლიანი გამოცდილება. ბიზნესის დაგეგმარებისა და მენეჯმენტის საკითხების ექსპერტი და კონსულტაციებს უწევს სახელმწიფო, კერძო და საერთაშორისო  ორგანიზაციებს. არის რამდენიმე პროექტის ინიციატორი და გამოცდების ეროვნული ცენტრის ჯგუფის სპეციალისტი. ასევე, ბიზნესის მიმართულებით ოთხი სახელმძღვანელოს ავტორი, მათ შორის წიგნების -  „ბიზნესის საფუძვლებისა“ და „ბიზნესის“ თანაავტორი.

ეკატერინე ბაბუნაშვილი - სერტიფიცირებული ქოუჩი და ბიზნეს ტრენერი (Erickson International, ICBT, ICP Centre), DISC-ის ლიცენზირებული სპეციალისტი, სპიკერი. მოღვაწეობდა ყაზახეთში: მიწვეული ქოუჩი სატელევიზიო პროექტში “Преображение”, სპიკერი “World Game Conference with Marylin Atkinson”, “Деловая Площадка”. ტრენერი: GIPA, Headvice, ფორტუნა აკადემია, Right Now Development (ყაზახეთი). ემოციური ინტელექტის განვითარების სპეციალისტი, მართვითი ქოუჩი, პიროვნული განვითარების ქოუჩი, ადამიანური რესურსების განვითარების სპეციალისტი, DISC-ის ტიპოლოგიის განხრით. საავტორო ტრენინგები: პიროვნული ეფექტურობის პრაქტიკუმი, მართვითი ქოუჩინგი,  მოლაპარაკების ხელოვნება, ემოციური ინტელექტი ლიდერობაში. 

შოთა ჩინჩალაძე - სარეკლამო სააგენტო LIVE Branding-ის ბრენდ კონსულტანტი. აქვს მრავალწლიანი გამოცდილება სხვადასხვა წამყვან ორგანიზაციებში მარკეტინგისა და ბრენდინგის მიმართულებით. მონაწილეობდა სხვადასხვა კონკურსებში და არის მრავალი ჯილდოსა და პრიზის მფლობელი. კითხულობს ლექციებს თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტებში.

ნიკოლოზ აბუაშვილი - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის  (GIPA) მმართველობის სკოლის პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი. აქვს ბიზნეს პრობლემების გადაწყვეტის 20+ წლიანი და კერძო და საჯარო ორგანიზაციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 1995 წლიდან ატარებს პროფესიულ ტრეინინგებსა და ეწევა აკადემიურ მოღვაწეობას. კითხულობდა ლექციებს თავისუფალი უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ტენესის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. არის კომპანია „Business Infrastructure Solutions“–ის დამფუძნებელი პარტნიორი. მისი კომპენტენცია არის ბიზნესების ღირებულების ზრდა, მათი გაჯანსაღება და განვითარება, მარკეტინგის დაგეგმვა და განხორციელება, საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა, პროექტების მართვა და პერსონალის განვითარება. 

ლევან კოკაია - არის სამართლისა და სახელმწიფო მართვის მაგისტრი.  აქვს სახელმწიფო და კერძო სექტორებში მუშაობის 7 წლიანი და აკადემიურ სფეროში მუშაობის 5+ წლიანი გამოცდილება. არის 25 გამოქვეყნებული სამეცნიერო და ანალიტიკური პუბლიკაციის ავტორი, რომელიც შეეხება ნავთობის და გაზის ტრანსსასაზღვრო გადაზიდვის პროექტის ხელშეკრულებათა სამართლებრივ ანალიზს, ფინანსურ ბაზრებს, კაპიტალის ბაზრების და საინვესტიციო ფონდების სამართლებრივ რეგულირებას, კორპორაციულ მართვას, აგრეთვე საინვესტიციო, საერთაშორისო კერძო და ანტიმონოპოლიური სამართლის საკითებს.

ეკატერინე ჯოჯუა - საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება. მოპოვებული აქვს სასექსის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი, ასევე დაამთავრა ლონდონის სამეფო უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების PR მაგისტრატურა. მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პარლამენტში, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ში, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში. იყო ისეთი ორგანიზაციების PR კონსულტანტი. 

დალი ცატავა - ქვს პედაგოგიური და დიდაქტიკური მიდგომების, სწავლისა და სასწავლო პროცესის მართვისა და  პროექტების მართვის 20 წლიანი გამოცდილება. თანამშრომლობდა სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტებთან  GTZ, TACIS, GI, DAAD.

წარმატებით განახორციელა პროექტები:  „სწავლის სწავლა როგორც საკვანძო კომპეტენცია“ გერმანელ კოლეგებთან ერთად, „საქართველოს კულინარიის აკადემია“ ავსტრიელ კოლეგებთან ერთად აგრარულ უნივერსიტეტში, „კვების კულტურის განვითარების ისტორია“  თსუ–ს ტურიზმის საერთაშორისო სკოლაში. არის სახელმძღვანელოს „სწავლის ტექნიკებისა და სტრატეგიების“ ავტორი.

 

 

საკონტაქტო პირი 

სოფო სუხიაშვილი

კოორდინატორი

ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი

მის: იეთიმ გურჯის ქუჩა 7ბ, თბილისი, 0105

ტელ: (995 32) 2 49 75 00

ელ-ფოსტა:  s.sukhiashvili@gipa.ge

მობ: +995 577 011 257