ყველა სკოლა
ENGLISH

სამაგისტრო პროგრამები

1994 წლიდან დღემდე, მმართველობის სკოლა გთავაზობთ 4 სამაგისტრო პროგრამას:

1994 - საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა - რომლის მიზანია მოამზადოს ინტელექტუალური ლიდერები - თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარებით აღჭურვილი საჯარო მოხელეები, რომლებიც მზად იქნებიან თავი გაართვან ნებისმიერ გამოწვევას.


2003 - ადგილობრივი თვითმმართველობის სამაგისტრო პროგრამა - რომლის მიზანია ადგილობრივი საჯარო მოხელეების, მენეჯერების, თემის ლიდერების ჩამოყალიბება კვალიფიციურ სპეციალისტებად.

2003 - საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა - რომლის მიზანია საჯარო, კერძო, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანებისთვის კარიერული ზრდისა და პროფესიული წინსვლის შესაძლებლობების შექმნა.

2014 - ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა - რომლის მიზანია, სრულიად ინოვაციური სწავლების გზით, მოამზადოს მენეჯერები, ლიდერები, რომელნიც შეძლებენ ბიზნესის მართვასა და გაძღოლას; არსებული ბიზნესის შეფასებას; ოპერირებას თანამედროვე მიდგომებით. 

GIPA-ს მმართელობის სკოლა გთავაზობთ შემდეგ სამაგისტრო პროგრამებს!

საჯარო მმართველობა

საჯარო პოლიტიკა

ადგილობრივი თვითმმართველობა

ბიზნესის ადმინისტრირება