ყველა სკოლა
ENGLISH

სასერტიფიკატო პროგრამები

მარკეტინგის სერტიფიცირებული მენეჯერი

ზოგადი მენეჯმენტი

ფინანსების მენეჯმენტი

ჯანდაცვის პოლიტიკა და ადმინისტრირება

ყველაფერი თბილისის შესახებ

ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტი

ბიზნესის მენეჯმენტი

ადამიანური რესურსების მართვა

ნორჩ მენეჯერთა სასერტიფიკატო პროგრამა

საქართველო-სტრატეგია 2020

გარემოს, ბუნებრივი და ენერგო რესურსების პოლიტიკა

ადიქტოლოგია: ნარკოტიკები და დამოკიდებულება

მაგარი ალკოჰოლური სასმელების მენეჯმენტი

ბიზნეს ქოუჩინგი

ფარმაციის მენეჯმენტი და ფარმაცევტული ზრუნვა

თვითმენეჯმენტი (55+)

გაყიდვების მენეჯმენტი

HR - ქუთაისი

აგრობიზნეს მენეჯმენტი - ქუთაისი

აგრომარკეტინგი - ქუთაისი

ოფისის მენეჯმენტი

საშაბათო მასტერკლასები

ბიზნეს ინგლისური

ფინანსების მენეჯმენტი

 

GIPA-ს ფინანსების მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამა განკუთვნილია როგორც დამწყები მენეჯერებისათვის, რომელთაც არ აქვთ პრაქტიკული გამოცდილება და გეგმავენ წარმატებული კარიერის განხორციელებას მენეჯერების პოზიციაზე, ასევე მოქმედი ფინანსური მენეჯერებისათვის, რომელთაც სურვილი აქვთ გაიღრმავონ ცოდნა ფინანსებში.

 

პროგრამის აღწერილობა

1.     Excel-ის გამოყენება ფინანსებში

  • მონაცემების მათემატიკური,ფინანსური და სტატისტიკური დამუშავება
  • მონაცემების შეგროვება, ორგანიზება, კლასიფიცირება,  სისტემატიზაცია
  • მონაცემთა პროფესიული დამუშავება და  აღწერითი ანალიზი
  • რთული ცხრილების დინამიური გარდაქმნებით დამუშავება

 2.     ფინანსების დაგეგმვა, ანალიზი და მართვა

  • ფულის ღირებულება დროში, PV, FV, დისკონტირება
  • IRR, NPV, WACC, MIRR, What - if Analysis გამოყენება
  • IPMT,PPMT, NPER, RATE, ეფეატური და ნომინალური პროცენტი
  • ხარჯების სტრუქტურა, ფიქსირებული და ცვლადი ხარჯები, დანახარჯი ერთეულ პროდუქტზე, ფასნამატი
  • გაყიდვების დაგეგმვა, მოგება ზარალის ანგარიში, კონტრიბუციული ფორმატის მოგება ზარალი
  • ტენდენციისა და შედარებითი ანალიზი, ROI, ROE, ROS, ROA, დავალიანების კოეფიციენტები
  • PAYBACK PERIOD, ბიზნესის შეფასება, ბიზნესის ტერმინალური ღირებულება, გორდონის მოდელი

3.     საინვესტიციო ფონდის მენეჯმენტი (ჰეჯ- ფონდის მენეჯმენტი)

  • ბაზრის ინდიკატორები: კრიტიკული ინდიკატორების იდენტიფიცირება
  • ვალუტის ანალიზი, სასაქონლო ბაზრის ანალიზი
  • წილობრივი (Equity) ბაზარი: Bond/Equity yield კოეფიციენტი, მოგების პროგნოზები და სხვა
  • კომპანიის ანალიზი გადაწყვეტილებების მიღების დონეზე
  • რისკების მართვა
  • ტრეიდერის ფსიქოლოგია: საკუთარი საინვესტიციო სტილის ჩამოყალიბება და ემოციების კონტროლი

4. ფინალური პროექტიგანვლილი საგნების საფუძველზე, მონაწილეები ბოლოს მოამზადებენ და წარადგენენ ფინალურ პროექტს / ბიზნეს გეგმას.

 

ტექნიკური აღწერილობა

სწავლის ხანგრძლივობა: 3 თვე, ლექციები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ, კვირის დღეებში – 19:00-დან 22:00-მდე; შაბათობით – დღის განმავლობაში.

კურსის მოცულობა: 93 საათი

სწავლების ენა: ქართული

 

მისაღები პროცედურები

სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ პირადობის მოწობის ასლი და ავტობიოგრაფია (CV) საკონტაქტო მეილზე (s.sukhiashvili@gipa.ge) და შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.

 

საბუთების მიღების ბოლო ვადა არის 2018 წლის 7 მარტი.

საბუთების მიღების შემდეგ, 9-10 მარტს, გასაუბრება ჩატარდება მიმღებ კომისიასთან.

  სწავლა დაიწყება 2018 წლის 16 მარტიდან.

საბუთების მიღების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.

შერჩევის კრიტერიუმები:

  • მოტივაცია
  • კომუნიკაციის უნარი
  • სამუშაო გამოცდილება.

 

 

სწავლის საფასური

პროგრამის ღირებულება: 1500 ლარი

გადახდის გრაფიკი: თანხის ნაწილი, 1000 ლარი უნდა ჩაირიცხოს სწავლის დაწყებიდან პირველი კვირის განმავლობაში და 500 ლარი- სწავლის შუა პერიოდში.

პროგრამის ფარგლებში მოქმედებს შემდეგი სახის ფასდაკლებები: 

1. GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%

2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%

3. მრავალშვილიანი ოჯახის შვილი და/ან  მშობელი (სამი და მეტი შვილი) – 10%

კორპორატიული ფასდაკლება:

1. ორი ან სამი თანამშრომელი – 10%

2. ოთხი თანამშრომელი – 15%

3. ხუთი ან მეტი თანამშრომელი – 20%

*კორპორატიული ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ ორგანიზაციის მიერ სწავლის დაფინანსების შემთხვევაში

*პროგრამით დაინტერესებულ პირს შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ერთი ფასდაკლებით

 

საბანკო რეკვიზიტები:

  • სს „ თიბისი ბანკი“
  • საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22
  • მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL

*გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.


 

სერტიფიკატი

სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ფინანსების მენეჯმენტის პროგრამის დამამთავრებელი სერტიფიკატი.

სერტიფიკატის აღების წინაპირობა: პროგრამის მანძილზე, მსმენელებმა განვლილ საგნებში უნდა ჩააბარონ გამოცდები, ასევე კურსის ბოლოს უნდა წარმოადგინონ ინდივიდუალური პროექტი.

 

პროგრამის განმახორციელებლები

ჯულიეტა გაგლოშვილი - ინჟინერიის დოქტორი ინფორმატიკაში. ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებისა და  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა მიმართულების სასწავლო - სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელი. არის მრავალი პუბლიკაციის თანაავტორი და სამეცნიერო კონფერენციების მონაწილე. აქვს პროექტებზე მუშაობისა და განხორციელების მრავალწლიანი გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით. 

გიორგი თურქია - სრული პროფესორი ეკონომიკის დარგში. აქვს ბიზნესის მენეჯმენტში ლექციების კითხვის 20-წლიანი გამოცდილება. ბიზნესის დაგეგმარებისა და მენეჯმენტის საკითხების ექსპერტი და კონსულტაციებს უწევს სახელმწიფო, კერძო და საერთაშორისო  ორგანიზაციებს. არის რამდენიმე პროექტის ინიციატორი და გამოცდების ეროვნული ცენტრის ჯგუფის სპეციალისტი. ასევე, ბიზნესის მიმართულებით ოთხი სახელმძღვანელოს ავტორი, მათ შორის წიგნების -  „ბიზნესის საფუძვლებისა“ და „ბიზნესის“ თანაავტორი.

გიორგი აბესაძე - 2017 წლის იანვრიდან, მართავს ფონდს რომელიც დაფინანსებულია საკუთარი და სხვადასხვა კერძო ინვესტორების მიერ. თავად ახდენს საინვესტიციო იდეების გენერირებას, რისკების მართვას და თანხების ინვესტირებას სხვადასხვა კლასის აქტივებში. მისი სამომავლო მიზანია შექმნას საქართველოში პირველი ჰეჯ-ფონდი, რომელიც მოემსახურება რეგიონალურ ინსტიტუციონალურ ინვესტორებსა და კერძო კაპიტალს.

 

საკონტაქტო პირი


სოფო სუხიაშვილი

კოორდინატორი

ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი

მის: იეთიმ გურჯის ქუჩა 7ბ, თბილისი, 0105

ტელ: (995 32) 2 49 75 00 

ელ-ფოსტა:  s.sukhiashvili@gipa.ge

მობ: +995 577 011 257