ყველა სკოლა
ENGLISH

დასრულებული პროექტები

„მოკლევადიანი კურსები საჯარო მოხელეთათვის“ (GIPA/MSI/USAID)

2013 წლის აპრილიდან საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მმართველობის სკოლა ახორციელებს USAID-ის „დემოკრატიული მმართველობის პროგრამის“ (G3) მიერ დაფინანსებულ პროექტს „მოკლევადიანი კურსები საჯარო მოხელეთათვის.“

პროექტი ხორციელდება აპრილი-დეკემბრის განმავლობაში და მიზნად ისახავს საშუალო და მაღალი რგოლის 3000 საჯარო მოხელის გადამზადებას შემდეგ სფეროებში: მმართველობა; საჯარო ინფორმაციის თავისუფლება და „პარტნიორობა ღია მმართველობისათვის“ ინიციატივის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის მექანიზმები; ეთიკა საჯარო სექტორში; ადამიანური რესურსების მართვა; პროექტის მართვა, მონიტორინგი და შეფასება; სტრატეგიული დაგეგმარება; საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩო; პოლიტიკის შემუშავების პროცესი; მოქალაქეთა მონაწილეობა მმართველობაში; პრეზენტაციისა და წერის უნარები.

პროექტს ახორციელებს „დემოკრატიული მმართველობის პროგრამის“ (G3) მიერ კონკურსის წესით შერჩეული ორგანიზაციების კონსორციუმი, რომელსაც სათავეში უდგას საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), ხოლო წევრები არიან ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი (CTC), პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფი (PMCG) და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი.

 

„სტუდენტური დებატები“ (GIPA/OSI/CIVITAS GEORGICA)

სტუდენტური დებატების პროექტი 2013 წლის მარტიდან ხორციელდება GIPA-ს მმართველობის სკოლაში, ფონდ „ღია საზოგადოების ინსტიტუტის“ დაფინანსებით. აღნიშნულ პროექტში GIPA-ს პარტნიორობას უწევს არასამთავრობო ორგანიზაცია „კივიტას გეორგიკა“. პროექტის მიზანია დებატების კომპონენტის ინტეგრირება მმართველობის სკოლის საჯარო მმართველობის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამების კურიკულუმებში. დებატების ტექნიკის  შესწავლა, ხელს შეუწყობს მაგისტრანტების ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარებას, კამათის ხელოვნების დაუფლებას და საკუთარი აზრის არგუმენტირებულად გადმოცემის უნარს. პროექტის ფარგლებში გამოყენებული დებატების მეთოდოლოგია „გზა პარლამენტისაკენ“ შემუშავებულია ჩეხეთის არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ.

აღნიშნული პროექტით, პირველად საქართველოში ინერგება პრაქტიკული სწავლება დებატების საშუალებით.

 

ორგანიზაციული თეორიის კურსი (GIPA/EWMI/G-Pac)

GIPA-ს მმართველობის სკოლა აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტთან ერთად - საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირების და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის ფარგლებში ახორცილებს ორგანიზაციული თეორიის კურსის შემუშავებას. აღნიშნულ კურსს ანვითარებს GIPA-ს პროფესორი ნინო დოლიძე. საბოლოოდ მოხდება ორგანიზაციული თეორიის კურსის ინტეგრირება საჯარო მმართველობის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საჯარო პოლიტიკის კურიკულუმებში.

 

 

უსაფრთხოების პოლიტიკა - თეორია და პრაქტიკა (GIPA/EWMI/G-Pac)

GIPA-ს მმართველობის სკოლა აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტთან ერთად - საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირების და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის ფარგლებში ახორცილებს შემდეგი კურსის შემუშავებას „უსაფრთხოების პოლიტიკა - თეორია და პრაქტიკა“. აღნიშნულ კურსს ავითარებს GIPA-ს მოწვეული ლექტორი ვასილ სიხარულიძე საბოლოოდ მოხდება კურსის - „უსაფრთხოების პოლიტიკა - თეორია და პრაქტიკა“ ინტეგრირება საჯარო მმართველობის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საჯარო პოლიტიკის კურიკულუმებში.

 

GIPA ევროკავშირის საგანმანათლებლო პროექტში 

GIPA (კონკრეტულად მმართველობის სკოლა) წარმოადგენს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ერთ-ერთ პარტნიორ უნივერსიტეტს. პროექტის სათაურია:ინდივიდუალური საჭიროების მქონე ადამიანების საზოგადოებაში ადაპტირების ხელშეწყობა, პროექტი დაიწყო 2012 წლის ოქტომბერში და გრძელდება 2015 წლის ოქტომბრამდე. მისი მთავარი მიზანია საქართველოში ინკლუზიური განათლების განვითარებისა და დახვეწის ხელშეწყობა.