ყველა სკოლა
ENGLISH

სასერტიფიკატო პროგრამები

მარკეტინგის სერტიფიცირებული მენეჯერი

ზოგადი მენეჯმენტი

ფინანსების მენეჯმენტი

ჯანდაცვის პოლიტიკა და ადმინისტრირება

ყველაფერი თბილისის შესახებ

ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტი

ბიზნესის მენეჯმენტი

ადამიანური რესურსების მართვა

ნორჩ მენეჯერთა სასერტიფიკატო პროგრამა

საქართველო-სტრატეგია 2020

გარემოს, ბუნებრივი და ენერგო რესურსების პოლიტიკა

ადიქტოლოგია: ნარკოტიკები და დამოკიდებულება

მაგარი ალკოჰოლური სასმელების მენეჯმენტი

ბიზნეს ქოუჩინგი

ფარმაციის მენეჯმენტი და ფარმაცევტული ზრუნვა

თვითმენეჯმენტი (55+)

გაყიდვების მენეჯმენტი

HR - ქუთაისი

აგრობიზნეს მენეჯმენტი - ქუთაისი

აგრომარკეტინგი - ქუთაისი

ოფისის მენეჯმენტი

საშაბათო მასტერკლასები

ბიზნეს ინგლისური

ბიზნესის მენეჯმენტი

GIPA-ს ბიზნესის მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამა შექმნილია ნებისმიერი განათლების მქონე პირებისათვის, რომლებსაც აქვთ საკუთარი ბიზნესი, მუშაობენ სხვადასხვა ბიზნესში ან სურვილი აქვთ დაიწყონ საკუთარი ბიზნესი. პროგრამის მიზანია, მსმენელებს შეასწავლოს ბიზნესის კეთებისა და ფუნქციონირების ძირითადი პრინციპები. სალექციო კურსი შემუშავებული და წარმოდგენილია ინსტიტუტის წამყვანი ლექტორების, პრაქტიკოსი მენეჯერებისა და პროფესიონალი კონსულტანტების მიერ, განათლების თანამედროვე მეთოდებსა და სასწავლო პროგრამებზე დაყრდნობით.

 

პროგრამის აღწერილობა

 1.     ბიზნესის მართვის ძირითადი პრინციპები 

  • ბიზნესის სტრატეგიები
  • SMARTკონცეფცია, SWOT ანალიზი, CSF შეფასების კრიტერიუმები
  • ფინანსების მართვა, ფინანსური აღრიცხვა
  • ბიუჯეტირება
  • მომგებიანობის დათვლა, IRR, NPV, PAYBACK PERIOD, ROI ერთეულ პროდუქციაზე დანახარჯის დათვლა, ფასნამატი MARKUP, მოგები მარჟა ROS

 2.     მარკეტინგისა და გაყიდვების მართვა  

  • მარკეტინგის ორგანიზების პრინციპები
  • მარკეტინგული გარემოს ანალიზი 
  • ბიზნეს მოდელი და კონკურენტული სტრატეგიები
  • სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება

 3.      ორგანიზაციის ფინანსური საქმიანობის დაგეგმვა და ანალიზი  

  • ბიზნესის ფინანსური მართვა
  • ფინანსური ანალიზი
  • ფინანსური და მენეჯერული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
  • მოგება-ზარალის ანგარიშგება, ფულადი სახსრების ანგარიშგება და ბიუჯეტი

 4.      ბიზნეს კომუნიკაცია და ეტიკეტი  

  • ბიზნეს ეტიკეტის როლი და ძირითადი პრინციპები
  • ბიზნეს პროტოკოლი
  • ეფექტური კომუნიკაცია

5.     ბიზნესის სამართლებრივი რეგულირების საფუძვლები 

  • სამეწარმეო იურიდიული პირების დაფუძნება
  • საწარმოს მოგების - დივიდენდის გადანაწილების საკანონმდებლო წინაპირობები და შესაბამისი სასამართლო პრაქტიკა
  • ხელშეკრულებათა დადების, შემუშავების და შესრულების სამართლებრივი ასპექტები
  • სასაქონლო ნიშანთა მნიშვნელობა, ნიშანთა უპირატესობები, სამეწარმეო საქმიანობაში მათი გამოყენება, დაცვა და შესაბამისი სასამართლო პრაქტიკა

6.     ფინალური პროექტიგანვლილი საგნების საფუძველზე, მონაწილეები ბოლოს მოამზადებენ და წარადგენენ ფინალურ პროექტს / ბიზნეს გეგმას.

*ბიზნეს პროექტების მართვის სიმულაცია (ასარჩევი)

 

ტექნიკური აღწერილობა

სწავლის ხანგრძლივობა: 3 თვე, ლექციები ტარდება კვირაში სამჯერ ან ოთხჯერ 19:00-დან 22:00-მდე. შაბათობით დღის განმავლობაში.

კურსის მოცულობა: 101 საათი

სწავლების ენა: ქართული

 

მისაღები პროცედურები

სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა, უნდა გადმოაგზავნონ პირადობის მოწობის ასლი და ავტობიოგრაფია (CV) საკონტაქტო მეილზე (s.sukhiashvili@gipa.ge) და შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.

საბუთების მიღების ბოლო ვადა არის 2018 წლის 7 მარტი.

საბუთების მიღების შემდეგ, 9-10 მარტს, გასაუბრება ჩატარდება მიმღებ კომისიასთან.

სწავლა დაიწყება 2018 წლის 12 მარტიდან.

საბუთების მიღების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.

შერჩევის კრიტერიუმები: 

  • მოტივაცია
  • კომუნიკაციის უნარი
  • სამუშაო გამოცდილება

 

სწავლის საფასური

პროგრამის ღირებულება: 1500 ლარი

გადახდის გრაფიკი: თანხის ნაწილი, 1000 ლარი უნდა ჩაირიცხოს სწავლის დაწყებიდან პირველი კვირის განმავლობაში და 500 ლარი, სწავლის შუა პერიოდში.

 

პროგრამაზე გათვალისწინებული არის შემდეგი სახის ფასდაკლებები:

1. GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%

2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%

3. მრავალშვილიანი ოჯახის შვილი და/ან  მშობელი (სამი და მეტი შვილი) – 10%

კორპორატიული ფასდაკლება:

1. ორი ან სამი თანამშრომელი – 10%

2. ოთხი თანამშრომელი – 15%

3. ხუთი ან მეტი თანამშრომელი – 20%

*კორპორატიული ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ ორგანიზაციის მიერ სწავლის დაფინანსების შემთხვევაში

*მონაწილეს შეუძლია ისარგებლოს ფასდაკლების მხოლოდ ერთი ვერსიით.

 

საბანკო რეკვიზიტები:

სს „ თიბისი ბანკი“

საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22

მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL

*გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.


სერტიფიკატი

სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ბიზნესის მენეჯმენტის პროგრამის დამამთავრებელი სერტიფიკატი.

სერტიფიკატის აღების წინაპირობა: პროგრამის მანძილზე, მსმენელებმა განვლილ საგნებში უნდა ჩააბარონ გამოცდები, ასევე კურსის ბოლოს უნდა წარმოადგინონ ინდივიდუალური პროექტი.

 

პროგრამის განმახორციელებლები

გიორგი თურქია - სრული პროფესორი ეკონომიკის დარგში. აქვს ბიზნესის მენეჯმენტში ლექციების კითხვის 20-წლიანი გამოცდილება. ბიზნესის დაგეგმარებისა და მენეჯმენტის საკითხების ექსპერტი და კონსულტაციებს უწევს სახელმწიფო, კერძო და საერთაშორისო  ორგანიზაციებს. არის რამდენიმე პროექტის ინიციატორი და გამოცდების ეროვნული ცენტრის ჯგუფის სპეციალისტი. ასევე, ბიზნესის მიმართულებით ოთხი სახელმძღვანელოს ავტორი, მათ შორის წიგნების -  „ბიზნესის საფუძვლებისა“ და „ბიზნესის“ თანაავტორი.

ნიკოლოზ აბუაშვილი -საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის  (GIPA) მმართველობის სკოლის პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი. აქვს ბიზნეს პრობლემების გადაწყვეტის 20+ წლიანი და კერძო და საჯარო ორგანიზაციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 1995 წლიდან ატარებს პროფესიულ ტრეინინგებსა და ეწევა აკადემიურ მოღვაწეობას. კითხულობდა ლექციებს თავისუფალი უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ტენესის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. არის კომპანია „Business Infrastructure Solutions“–ის დამფუძნებელი პარტნიორი. მისი კომპენტენცია არის ბიზნესების ღირებულების ზრდა, მათი გაჯანსაღება და განვითარება, მარკეტინგის დაგეგმვა და განხორციელება, საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა, პროექტების მართვა და პერსონალის განვითარება. 

მაია ხეცურიანი - ფარმაცევტული კომპანია  „სერვიე“-ს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA)  დოქტურანტი, GIPA-ს ბიზნესის მიმართულების მრჩეველთა საბჭოს  წევრი,  2011 წლიდან საფრანგეთისა და საქართველოს სავაჭრო პალატის წევრი, საქართველოს ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის საბჭოს წევრი.

ლევან კოკაია - არის სამართლისა და სახელმწიფო მართვის მაგისტრი.  აქვს სახელმწიფო და კერძო სექტორებში მუშაობის 7 წლიანი და აკადემიურ სფეროში მუშაობის 5+ წლიანი გამოცდილება. არის 25 გამოქვეყნებული სამეცნიერო და ანალიტიკური პუბლიკაციის ავტორი, რომელიც შეეხება ნავთობის და გაზის ტრანსსასაზღვრო გადაზიდვის პროექტის ხელშეკრულებათა სამართლებრივ ანალიზს, ფინანსურ ბაზრებს, კაპიტალის ბაზრების და საინვესტიციო ფონდების სამართლებრივ რეგულირებას, კორპორაციულ მართვას, აგრეთვე საინვესტიციო, საერთაშორისო კერძო და ანტიმონოპოლიური სამართლის საკითებს. 

ნინო ახალაია - “თბილისი პროტოკოლის სკოლის” დამფუძვნებელი და მთავარი ტრენერი. ვარვიკისუნივერსიტეტის (The University of Warwick) მაგისტრი. კითხულობდა ლექციებს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. 2012 წლიდან ხელმძღვანელობს თბილისის პროტოკოლის სკოლას. არის სერტიფიცირებული ტრენერ-კონსულტანტი ბიზნეს ეტიკეტისა და საერთაშორისო პროტოკოლის საკითხებში. 

საკონტაქტო პირი:


სოფო სუხიაშვილი

კოორდინატორი

ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი

მის: იეთიმ გურჯის ქუჩა 7ბ, თბილისი, 0105

ტელ: (995 32) 2 49 75 00

ელ-ფოსტა:  s.sukhiashvili@gipa.ge

მობ: +995 577 011 257