ყველა სკოლა
ENGLISH

სტუდენტური ბლოგი

სწავლა სიამოვნებაა

სწავლის ძირი უკვე აღარ არის ისე მწარე, როგორც ჩვენი წინაპრების დროს იყო. სწავლა კეთებით - learning by doing, ბიზნესის სტუდენტების სასწავლო პროგრამის ბიზნეს-ლაბორატორიის მთავარი კომპონენტი, რომელიც ღონისძიებების დაგეგმვასა და მართვას ითვალისწინებს, მთლიანად პრაქტიკულ, საველე პირობებზეა გათვლილი. 

26 სექტემებერს სტუდენტები გაემგზავრნენ მათ მიერ დაგეგმილ ექსპედიციაში, რომელიც ითვალისწინებდა შუასაუკუნეების უმნიშვნელოვანესი ფორპოსტის - სამშვილდის მონახულებას და ექსპედიციის პროცესის უწვრილმანესი დეტალების დაგეგმვას. 

შედგა ბიუჯეტი, დათვლილ იქნა ინვენტარი, დაიგეგმა სამგზავრო პროგრამა.

საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტის პირველკურსელებმა მოინახულეს ერთ-ერთი უძველესი ისტორიული ციხე-ქალაქი, რომელიც მდებარეობს სოფელ სამშვილდესთან. დღესდღეობით შემორჩენილია ქალაქის ნანგრევები და მასთან მდებარე პატარა ეკლესია. აქვე ჩამოედინება მდინარე ქცია (ხრამი) და ჭივჭავი, რომლებიც ულამაზეს ბუნბრივ კანიონს ქმნიან. ექსპედიცია საინტერესო და ამავდროულად სახალისო იყო. სტუდენტებმა კარგად გაართვეს თავი დაკისრებულ მისიას და თეორიული ცოდნა პრაქტიკით გაიმყარეს.