ყველა სკოლა
ENGLISH

BBA სასწავლო პროცესი

პროგრამის მოცულობა კრედიტებით:

240 (ECTS) კრედიტი (აქედან 200 კრედიტი სავალდებულო საგნები. დარჩენილი 40 კრედიტი არჩევით საგნებზე მოდის, რომელთა შერჩევა შესაძლებელია GIPA-ს სხვა საბაკალავრო პროგრამებიდან).

სასწავლო პროცესი აგებულია ლექცია/სემინარების ფორმატით, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ინტერაქტივს.  

სწავლების გეგმა მოიცავს პრეზენტაციებისა და ანალიტიკური ნაშრომების წარდგენას, ქეისების (სიტუაციური ანალიზის) გარჩევას, საშინაო დავალებების მომზადებას, საველე კვლევების ჩატარებას, როგორც ინდივიდუალურად, რაც სტუდენტების დამოუკიდებელი მუშაობის აუცილებლობას ითვალისწინებს, ასევე გუნდურად, რაც ხელს უწყობს გუნდური მუშაობის პრინციპის დანერგვას ჯგუფური პროექტების განხორციელების მეშვეობით.

სტუდენტების შეფასება, ყოველი კურსის ბოლოს, მრავალსაფეხურიან, კომპლექსურ შეფასებაზე დაყრდნობით მიმდინარეობს (მაგ: აქტიურობა, შუალედური გამოცდა 1, საველე კვლევა, საშინაო დავალებები, ქეისის გარჩევა, შუალედური გამოცდა 2).

  • სწავლების მე-8 სემესტრში სტუდენტები გაივლიან სავალდებულო სასწავლო პრაქტიკას.
  • ბაკალავრის ხარისხის მისაღებად აუცილებელია ფინალური პროექტის მომზადება და დაცვა.