ყველა სკოლა
ENGLISH

BBA ბიზნეს ლაბორატორია

ბიზნეს ლაბორატორია  არის GIPA-ს ბიზნეს ადმინისტრირების ინოვაციური საგანი, რომელიც გაგრძელდება სწავლების ოთხივე წელს. ბიზნეს ლაბორატორიის ფარგლებში ჩატარებული აქტივობების არასრული ჩამონათვალია:

2015 | სამუშაო პრაქტიკები "მილკოში". ბიზნესის ადმინისტრირების პირველ კურსელების სამუშაო პრაქტიკები კომპანია „მილკოში“, სტუდენტები მუშაობდნენ კომპანიის პრესეილერებთან და დისტრიბუტორებთან ერთად.

2015 | სამუშაო პრაქტიკა "სერვიე"-ში. ბიზნესის ადმინისტრირების პირველ კურსელების სამუშაო პრაქტიკები ფარმაცევტულ კომპანია „სერვიე“-ში, კომპანიის რეგიონალური პროექტის კოორდინატორებისა და სამედიცინო წარმომადგენლების მეთვალყურეობით.

2015 | პირველი სამუშაო, პირველი ხელფასი, ნორჩ მენეჯერთა სკოლა ბიზნესის კეთება სწავლის პირველივე დღეებიდან. ბიზნესის ბაკალავრების პირველი ანაზღაურება. მათი მონაწილეობით შესაძლებელი გახდა ხორცი შესხმოდა ნორჩ მენეჯერთა სკოლის ჩამოყალიბებას.

2015 | საქართველოს მელიორაციის დეპარტამენტის მარკეტინგული სტრატეგის შემუშავებაში მონაწილეობა. მელიორაციის ცნობადობის დადგენა, გაზრდა, მომხმარებლის ლოიალობის შესწავლა, ფლაერების დიზაინის შემუშავება, მარკეტინგული სამოქმედო გეგმის დეტალიზაცია.

2016 | აქცია - როგორ ვიშოვნოთ 1000 ლარი ერთ დღეში? ერთადერთი ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა საქართველოში, რომლის მეორეკურსელი სტუდენტები წარმატებით აკეთებენ იმას, რასაც GIPA-ს აუდიტორიებში ასწავლიან ლექტორები - როგორ უნდა აწარმოონ ბიზნესი და აკეთონ ბევრი ფული.

2016 | კომპანიის წარმატების ფაქტორების კვლევა KPI ინდექსების გამოკვლევა და იმ ფაქტორების შეფასება, რომლებიც განაპირობებენ მომხმარებლის არჩევანს და ბაზარზე საქონლის პოზიციონირებას

2016 | რადიო GIPA სტრატეგიის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა კვლევა - ვინ არის GIPA რადიოს მომხმარებელი, რა გადაცემებს უსმენენ, როდის უსმენენ, რა პირობებში უსმენენ.

2016 | თბილისში ველოსადგურების ადგილების შერჩევა და ხარჯი სარგებლის კალკულაცია - ქალაქში ხელსაყრელი ველოსადგურების მოწყობა ლანდშაფტისა და ქუჩა-შენობების განლაგების გათვალისიწნებით.  

2017 | „ორი ნაბიჯის“ სამომხმარებლო კვლევა - რატომ ირჩევს (ან არ ირჩევს) მომხმარებელი „ორ ნაბიჯს“, მომხმარებლების ასოციაციებისა და დამოკიდებულებების შესწავლა, ცნობადობის განსაზღვრა, სერვისის არჩევის განსამზღვრელი ფაქტორების გამოვლენა; საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა/შეფასება; საქონლის ფასების მიმართ დამოკიდებულება; მომხმარებელთა სურვილების გამოვლენა.

2017 | ონლაინ მაღაზია soplidan.ge-ის მომხმარებლების კვლევა. მომხარებლის ტიპის შედგენა. პოტენციური მომხმარებლების მოსაზიდად და გაყიდვების გასაზრდელად სტრატეგიის შემუშავება.

დეტალურად ბიზნეს ლაბორატორიის ფარგლებში სტუდენტები ახორციელებენ შემდეგ აქტივობებს:

 

აქტივობა

 

მაგალითი

 

განხორციელების სავარაუდო დრო

გაცნობითი ვიზიტი სხვადასხვა ორგანიზაციაში

 

პურის ქარხანა, სტამბა, საბაჟო, ბანკი, სასტუმრო, რესტორანი და ა.შ

 

I კურსი I სემესტრი

სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად აქტივობის განხორციელება

 

სადისტრიბუციო, ფარმაცევტული კომპანიის

 წარმომადგენლებთან ერთად პროდუქტის პრეზენტაციაზე დასწრება და ა.შ

 

I კურსი I სემესტრი

ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები

 

კომპანიის მფლობელებთან, მენეჯერებთან შეხვედრები

 

I-III კურსი

სტუდენტების მიერ ღონისძიებების ორგანიზება

 

სპორტული და საქველმოქმედო ღონისძიებების, ასევე ლაშქრობების, გამოფენების, ივენთების, ოფიციალური შეხვედრების ორგანიზება და ა. შ

 

I-IV კურსი

საკუთარი ბიზნესის მართვა

(რაშიც აქტიურ მონაწილეობას ღებულობს GIPA)

 

საიტის აწყობა, მართვა; საიტისთვის ინფორმაციის მოძიება, სტატიების მომზადება, რეკლამის მოზიდვა და ა.შ

 

II-III კურსი

 

კვლევების ჩატარება

 

კვლევების ჩატარება საიტისთვის და სხვადასხვა ბიზნესებისთვის

 

I კურსი II სემესტრი

IV კურსი I სემესტრი

პრაქტიკა

 

საკუთარი ბიზნესის წამოწყება, განსხვავებული პროდუქტის ერთჯერადი რეალიზაცია, სხვადსხვა ორგანიზაციაში მუშაობა

 

II კურსი  

IV კურსი I სემესტრი

ბიზნეს გეგმა

 

არსებულ ბიზნესზე ან სტარტაპზე ბიზნეს გეგმის დაწერა

 

III კურსი  

IV კურსი II სემესტრი (სადიპლომო პროექტი)