ყველა სკოლა
ENGLISH

სასერტიფიკატო პროგრამები

მარკეტინგის სერტიფიცირებული მენეჯერი

ზოგადი მენეჯმენტი

ფინანსების მენეჯმენტი

ჯანდაცვის პოლიტიკა და ადმინისტრირება

ყველაფერი თბილისის შესახებ

ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტი

ბიზნესის მენეჯმენტი

ადამიანური რესურსების მართვა

ნორჩ მენეჯერთა სასერტიფიკატო პროგრამა

საქართველო-სტრატეგია 2020

გარემოს, ბუნებრივი და ენერგო რესურსების პოლიტიკა

ადიქტოლოგია: ნარკოტიკები და დამოკიდებულება

მაგარი ალკოჰოლური სასმელების მენეჯმენტი

ბიზნეს ქოუჩინგი

ფარმაციის მენეჯმენტი და ფარმაცევტული ზრუნვა

თვითმენეჯმენტი (55+)

გაყიდვების მენეჯმენტი

HR - ქუთაისი

აგრობიზნეს მენეჯმენტი - ქუთაისი

აგრომარკეტინგი - ქუთაისი

ოფისის მენეჯმენტი

საშაბათო მასტერკლასები

ბიზნეს ინგლისური

აგრომარკეტინგი - ქუთაისი

სერტიფიცირებული პროფესიული კურსი

საქართველოს ხელისუფლებისთვის აგროსექტორის მოდერნიზაცია ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. აგროსექტორში დასაქმებული პირების პროფესიული განათლების ხელშეწყობა, გაღრმავება სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ზრდის და პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლების წინა პირობაა.

სწორედ ამ მიზნით,  პირველად საქართველოში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა (GIPA) ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ფინანსური მხარდაჭერით  შეიმუშავა “აგრომარკეტინგის” პროფესიული სერტიფიცირებული ახალი კურსი, რომელიც ყურადღებას გაამახვილებს აგროსექტორში პროფესიული განათლების საჭიროებაზე და მოამზადებს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამის ახალ  აგრომარკეტინგის სპეციალისტებს.

კურსი მსმენელებს დაეხმარება, წინასწარ განსაზღვრონ ბიზნესის წარმატება, გადაწყვეტილების შედეგები, კომპანიის იმიჯი და ბაზრის წილი.  მსმენელები გაეცნობიან საერთაშორისო პრაქტიკას და დაეუფლებიან თანამედროვე მიდგომებს, რაც მათ საშუალებას მისცემს გახდნენ კონკურენტუნარიანები, როგორც სასოფლო-სამეურნეო შრომის ბაზარზე, ასევე კერძო სამეწარმეო საქმიანობაში.

 

პარტნიორი ორგანიზაციები

სოფლის მეურნეობის მომსახურების ცენტრები, რეგიონული ბიზნესის წარმომადგენლები (მთავარი პარტნიორი), რომლებიც აქტიურად იქნებიან ჩართულნი სწავლების პროცესში და უზრუნველყოფენ სტუდენტების სასწავლო პრაქტიკას. აგროზიბიზნესის წარმომადგენლები მოწვეული სტუმრის სტატუსით მსმენელებს  გაუზიარებენ თავიანთ პროფესიულ გამოცდილებას. 

 

სამიზნე აუდიტორია

პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები, საშუალო სკოლის კურსდამთავრებულები, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები, ექსტენციის  ცენტრების წარმომადგენლები და მათი კლიენტები, სერვისის და პროდუქტის  მიმწოდებლები, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პოტენციური მყიდველები, საკვების მწარმოებლები, საცალო და საბითუმო მოვაჭრეები, ექსპორტიორები და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლები, ფერმერები და სხვა.

 

კურსის აღწერილობა

1.     ბიზნესი როგორც ერთიანი სისტემა -  ლექტორი- გიორგი თურქია / 2 შეხვედრა

  • ბიზნესის შემადგენელი ელემენტები და მათი ურთიერთკავშირი - სად არის მარკეტინგის ადგილი
  • წარმატება ბიზნესში - შედეგიანობის გაზომვა და მარკეტინგის ფინანსები

2.     საოჯახო ფერმერული მეურნეობა და სასურსათო მოხმარება - ლექტორი: სერგო თურმანიძე - 1 შეხვედრა

  • პირველადი და მეორადი წარმოება აგრობიზნესში
  • კოოპერატივები აგრობიზნესში
  • აგრობიზნეს მომსახურების და ექსტენციის ცენტრები
  • სახელმწიფოს როლი აგრობიზნესში

3.    მარკეტინგის არსი და მნიშვნელობა აგრობიზნესში /ლექტორი: ნიკოლოზ აბუაშვილი -1 შეხვედრა

  • მარკეტინგის არსი, როლი და ფუნქციები
  • მარკეტინგის ორგანიზების პრინციპები

4.    მომხმარებელი და ბაზარი /ლექტორი: ნიკოლოზ აბუაშვილი -2 შეხვედრა

  • ღირებულებათა  ჯაჭვი - როგორ იქმნება ფასეულობა მომხმარებლისთვის
  • მომხმარებლის ქცევა - როგორ იღებს მომხმარებელი გადაწყვეტილებას
  • ბაზარი და სეგმენტაცია - როგორ გავზომოთ ბაზარი

5.    კონკურენცია /ლექტორი: ნიკოლოზ აბუაშვილი -2 შეხვედრა

  • ბიზნეს მოდელები
  • კონკურენცია და ადგილი ბაზარზე

6.   პროდუქტი /ლექტორი: ნიკოლოზ აბუაშვილი - 2 შეხვედრა

  • საქონელი და მომსახურება აგრობიზნესში - რას ყიდულობს მომხმარებელი
  • ბრენდინგი და პოზიციონირება - ადგილი მომხმარებლის ცნობიერებაში
  • საქონლისა და მომსახურების შექმნა და განვითარება - როგორ შევქმნათ შეთავაზება

7.   საფასო სტრატეგიის შემუშავება /ლექტორი: ნიკოლოზ აბუაშვილი -1 შეხვედრა

  • ფასწარმოქმნა და მასზე მოქმედი ფაქტორები
  • ფასწარმოქმნის მეთოდები

8.   მარკეტინგული არხები  - გაყიდვები და დისრტიბუცია: /ლექტორი: ნიკოლოზ აბუაშვილი -1 შეხვედრა

  • მარკეტინგული არხები - რა გზებით მივაწოდოთ მომხმარებელს პრუდუქცია
  • გაყიდვების სტრატეგია - სად და როგორ გავყიდოთ პრუდუქტი
  • ელ-კომერცია - როგორ გავყიდოთ პროდუქტი კიბერსივრცეში

9.   მარკეტინგული კომუნიკაცია და კომუნიკაციის არხები /ლექტორი: ნიკოლოზ აბუაშვილი -2 შეხვედრა

  • მარკეტინგული კომუნიკაციის მენიუ - როგორ ვეურთიერთოთ მომხმარებელს - რეკლამა, PR, გაყიდვების სტიმულირება, პირსიტყვაობა, პირდაპირი მარკეტინგი, ციფრული მარკეტინგი, პერსონალური გაყიდვები

10. მარკეტინგული კვლევა /ლექტორი: ნიკოლოზ აბუაშვილი -2 შეხვედრა

  • მარკეტინგული კვლევის ამოცანა - რაში გამოგვადგება მარკეტინგული კვლევა
  • მარკეტინგული კვლევის გეგმა და დიზაინი - როგორ ჩავატაროთ მარკეტინგული კვლევა
  • მარკეტინგული კვლევის მეთოდები - როგორ შევაგროვოთ ინფორმაცია

 

ტექნიკური აღწერილობა

ადგილი: ქ.ქუთაისი

მისამართი: გოგებაშვილის ქ. #12

სწავლის ხანგრძლივობა:    6 კვირა, ლექციები ჩატარდება კვირაში სამჯერ ან ოთხჯერ, სამუშაო დღეებში 19:00-დან 22:00-მდე,   შაბათ და კვირას დღის განმავლობაში.

კურსის მოცულობა: 72 საათი.

სწავლების ენა: ქართული.

 

მისაღები პროცედურები

სასერტიფიკატო კურსით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ პირადობის მოწმობის ასლი და ავტობიოგრაფია (CV) საკონტაქტო მეილზე (k.svanidze@gipa.ge) და შეავსონ სააპლიკაციო ფორმა. 

საბუთების მიღების ბოლო ვადა არის 2017 წლის  27 თებერვალი. სწავლა დაიწყება 2017 წლის  14 მარტს.  საბუთების მიღების შემდეგ ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.

შერჩევის კრიტერიუმები: მოტივაცია, კომუნიკაციის უნარი,

* სასურველია: ინგლისური Intermediate Level  და საბაზისო კომპიუტერული უნარები.

 

სწავლის საფასური

-

კურსი სრულად დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ.

-

სერტიფიკატი

სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ  აგრო მარკეტინგის პროგრამის დამთავრების დამადასტურებელი სერტიფიკატი .

სერტიფიკატის აღების წინაპირობა:  კურსის მანძილზე, მსმენელებმა განვლილ ძირითად საგანში  უნდა ჩააბარონ  შუალედური გამოცდა, ასევე განვლილი საგნების ბაზაზე კურსის ბოლოს უნდა წარმოადგინონ პროექტი.

 

კურსის წამყვანი ლექტორები

ნიკოლოზ აბუაშვილი - ბიზნეს პრობლემების გადაწყვეტის 20+ წლიანი გამოცდილება. რიგითი თანამშრომლიდან დაწყებული, ზედა რგოლის მენეჯერობითა და კონსულტანტობით დამთავრებული, მას უმუშავია კერძო და საჯარო ორგანიზაციების ფართო წრესთან, როგორებიც არიან ბანკები („თიბისი ბანკი“, „სახალხო ბანკი“ და სხვა), ინფრასტრუქტურული კომპანიები (საქართველოს რკინიგზა, ბათუმისა და ფოთის პორტები), მწარმოებლები (ლუდსახარშები „ლომისი“ და „ნატახტარი“), სამთავრობო და საერთაშორისო ინსტიტუტები (GEPA, GTZ, KfW, TACIS, მსოფლიო ბანკი) და სხვა ორგანიზაციები სხვადასხვა სექტორიდან.

1995 წლიდან ატარებს პროფესიულ ტრენინგებსა და ეწევა აკადემიურ მოღვაწეობას. კითხულობდა ლექციებს თავისუფალი უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ტენესის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. არის კომპანია „Business Infrastructure Solutions“–ის დამფუძნებელი პარტნიორი.

მისი კომპენტენცია არის ბიზნესების ღირებულების ზრდა, მათი გაჯანსაღება და განვითარება, მარკეტინგის დაგეგმვა და განხორციელება, საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა, პროექტების მართვა და პერსონალის განვითარება.  

გიორგი თურქია - PhD, აქვს ბიზნეს მენეჯმენტის სექტორში ლექციების წაკითხვის 20 წლიანი გამოცდილება. 17 წელია არის ექსპერტი ბიზნესის დაგეგმარების და მენეჯმენტის საკითხებში და კონსულტაციებს უწევს სახელმწიფო, კერძო და საერთაშორისო  ორგანიზაციებს. არის რამდენიმე პროექტის ინიციატორი და გამოცდების ეროვნული ცენტრის ჯგუფის სპეციალისტი. ასევე, წიგნის „ბიზნესის საფუძვლები“ და „ბიზნესი“ თანაავტორი.

სერგო თურმანიძე - აქვს გაყიდვების სფეროში საერთაშორისო მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება. მუშაობდა დიდ ბრიტანეთში და არაბეთის გაერთიანებული საემიროების უძრავი ქონების და ელექტროტექნიკის მულტინაციონალურ კერძო კომპანიებში. ამჟამად მუშაობს მარკეტინგის ექსპერტად საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში. 2014 წლიდან ატარებს პროფესიულ ტრენინგებს მარკეტინგის და გაყიდვების მიმართულებით. 2015 წლიდან ეწევა კონსულტაციებს საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის განვითარების პროექტების შემუშავებასა და მათ განხორცოელებაში.

 

საკონტაქტო პირი:

ქეთევან სვანიძე

იმერეთის რეგიონული კოორდინატორის ასისტენტი

ელ-ფოსტა: k.svanidze@gipa.ge

მობ: (995 599) 33 52 98

მისამართი: ქ. ქუთაისი; გოგებაშვილის ქ. #12