ყველა სკოლა
ENGLISH

პროექტები და აქტივობები

მოკლე და საშუალო-ვადიანი ტრენინგები

CLG-ს ჩატარებული აქვს შემდეგი ტრენინგ კურსები:

 

  • ურბანული მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამა, სოფლის მეურნეობის მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამა;
  • ტრენინგი ადგილობრივ თვითმმართველობაში მონაწილეობითი გადაწყვეტილების მიღებაზე (ახალციხის, ახალქალაქის, თელავის, გორის და მარნეულის მუნიციპალიტეტებისთვის);
  • კურსი სტრატეგიულ დაგეგმვაში (გორის, მცხეთის, თბილისის და მარნეულის მუნიციპალიტეტებისთვის);
  • ტრენინგი ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში და მონაწილეობით მიდგომაში პოლიტიკური პარტიებისთვის;
  • ტრენინგი ადამიანის უფლებებში, კონფლიქტების მოგვარებაში, ქართულ-რუსულ ურთიერთობებში, ლიდერობასა და ეფექტურ კომუნიკაციაში (იძულებით გადაადგიდებული ბავშვებისთვის და სოციალურად მოწყვლადი ჯგუფებისთვის);
  • ტრენინგი სერვის პლუსში, მენეჯმენტსა და ბიუჯეტირაბაში (თბილისის მუნიციპალიტეტის მოხელეებისთვის).

 

  

სახელმძღვანელოების შექმნა

თანამედროვე უცხოურენოვანი სასწავლო მასალის თარგმნისა და ადაპტირების პარალელურად, CLG აქტიურადაა ჩართულიქართულენოვანი სახელმძღვანელოებისა და სასწავლო ქეისების დამუშავების პროცესში. CLG-ს ექსპერტების მიერ მომზადდა: ჯერალდ გორდონის სტრატეგიული დაგეგმვა ადგილობრივი თვითმმართველობისთვის; დეივიდ ამონსის ანგარიშგება წარმატებისთვის: გაზომვა და მონიტორინგი ადგილობრივ თვითმმართველობაში;   დავით მელუას, თენგიზ შერგელაშვილის, გივი ერქომაიშვილის, თამარ სულუხიას, ლადო ვარდოსანიძის და დავით ლოსაბერიძის ურბანული მენეჯმენტი.

 

კვლევა

CLG აწარმოებს კვლევით პროექტებს:

 

  • მუნიციპალური მოხელეების საკვალიფიკაციო  საჭიროებების კვლევა, განხორციელდა მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით;
  • დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების საჭიროებების კვლევა, განხორციელდა ურბან ინსტიტუტის მხარდაჭერით;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის თემატიკაზე მომუშავე სასწავლო დაწესებულებების შეფასება, განხორციელდა GIZ-ის მხარდაჭერით;
  • მუნიციპალიტეტთაშორისი და რეგიონთაშორისი კლასტერების განვითარების შესაძლებლობები საქართველოში, განხორციელდა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტისთვის.

 

  

მუნიციპალიტეტების დახმარება

CLG შეიმუშავებს და განახორციელებს თვითმმართველობების დახმარების ისეთ პროექტებს, როგორებიცაა:

  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დახმარება ოპერირებასა და ეფექტიანობის ზრაში (ჯიპას ადგილობრივი თვითმმართველობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებთან ერთად);
  • თელავის მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა (ღია საზოგადოება - საქართველოს მხარდაჭერით);
  • თელავის მუნიციპალიტეტის საქმიანობის მხარდაჭერა (თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით).