ყველა სკოლა
ENGLISH

ადგილობრივი თვითმმართველობის ცენტრი (CLG)

ისტორია

ადგილობრივი თვითმმართველობების ცენტრი (CLG) დაფუძნდა 2002 წელს მმართველობის სკოლაში. ამავე წელს CLG-ს ფარგლებში ჩამოყალიბდა ადგილობრივი თვითმმართველობის სამაგისტრო აკადემიური პროგრამა, რომელიც საქართველოში ამ სპეციალობით პირველ ქართულენოვან პროგრამას წარმოადგენს. დღეისათვის ცენტრი ახორციელებს როგორც აკადემიურ, ასევე მოკლევადიან ტრენინგ კურსებს, რომლებიც მოიცავს საჯარო მმართველობისა და თვითმმართველობის რეფორმის საკანონმდებლო საკითხებს, საჯარო პოლიტიკის ფორმირებას. ცენტრის მიზანია, ხელი შეუწყოს  თვითმმართველობის მოხელეთა განათლებას, პროფესიული უნარების განვითარებას და გაუწიოს საკონსულტაციო მომსახურება საჯარო პოლიტიკისა და ადმინისტრირების სფეროებში.

 

მისია

CLG-ს მისიაა თვითმმართველობის სფეროში საჯარო პოლიტიკის ფორმირების ხელშეწყობა, თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში დეცენტრალიზაციის პროცესის მხარდაჭერა და სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება საჯარო მოხელეთა, სამოქალაქო სექტორის და ადგილობრივი ლიდერების ცოდნის და უნარების განვითარების გზით.

 

სერვისები

CLG-ის სერვისებია: განათლება და უნარების განვითარება საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის; ინსტიტუციური განვითარება ბენეფიციარებისთვის; საკონსულტაციო და ანალიტიკური მომსახურება, რეგიონული თანამშრომლობა, ტრენინგი და კვლევა.

 

მოღვაწეობის სფეროები და მიმართულებები 

CLG მუშაობს სამი ძირითადი მიმართულებით: მუნიციპალიტეტებისთვის ინდივიდუალური ტრენინგ პროგრამების შემუშავება და ჩატარება; თვითმმართველობის საკითხებთან  დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურება და კვლევების განხორციელება;  საჯარო დისკუსიების გამართვა ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში დეცენტრალიზაციისა და დემოკრატიული პროცესების გამოწვევების გარშემო.

CLG პროექტებს ახორციელებს შემდეგ სფეროებში: რეგიონული განვითარება და ადგილობრივი თვითმმართველობა, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება, ორგანიზაციული მართვა, ფინანსები და ბიუჯეტირება, სტრატეგიული დაგეგმვა, ინფრასტრუქტურული განვითარება და ურბანული პოლიტიკა, ადგილობრივ დონეზე საზოგადოებრივი ჩართულობა და საჯარო პოლიტიკა.

 

მოღვაწეობის მეთოდოლოგია

CLG ახორციელებს შემდეგ აქტივობებს: ადგილობრივი მოხელეების გადამზადების ტრენინგ კურსები, საკონსულტაციო მომსახურება და კვლევა, სტრატეგული დაგეგმვა და ორგანიზაციული განვითარება, ცნობიერების ამაღლება, საჯარო-კერძო პარტნიორობის გაძლიერება, პროექტების მოზიდვა რეგიონებში მოსახლეობის დასაქმების მიზნით, იძულებით გადაადგილებული პირების დახმარება, რეგიონული ქსელების განმტკიცება და ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

 

ბენეფიციარები

CLG-ის ბენეფიციარები არიან: ადგილობრივი თვითმმართველობა, ცენტრალური მთავრობა, სამოქალაქო საზოგადოება, თემი და ახალგაზრდული ჯგუფები.

 

საკომუნიკაციო რესურსი - რეგიონული ქსელები

CLG თანამშრომლობს რეგიონულ ორგანიზაციებთან  სხვადასხვა პროქტებით, რომელთა ბენეფიციარები არიან: 1) ადგილობრივი თვითმმართველობის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში ცხოვრობენ; 2) საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობა; 3) პარტნიორი ორგანიზაციები, როგორებიცაა,  საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG), სომხეთის თემთა ასოციაცია (CAA), რეგიონული განვითარების ცენტრი (CRD) და სხვა;  4) საქართველოს რეგიონული, ასევე ამიერკავკასიის და უკრაინის საგანმანათლებლო დაწესებულებები, მათ შორის თელავის უნივერსიტეტი და სომხეთის მუნიციპალური ადმინისტრაციის აკადემია (AMAA).

 

CLG-ს პარტნიორები და დონორები

ევროპის საბჭო, ღია საზოგადოება საქართველო, მუნიციპალური განვითარების ფონდი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, ტექნოლოგიური განვითარების ფონდი, GIZ, Urban Institute, USAID/Mercy Corps, World Bank Institute.