ყველა სკოლა
ENGLISH
  1. როდის ტარდება ღია კარის დღე?

    ინფორმაცია ღია კარის დღის შესახებ გამოქვეყნდება მინიმუმ ორი კვირით ადრე ჩვენს საიტზე (იხილეთ ბმული):  www.gipa.ge    

     

  2. რა არის პროგრამის ღირებულება? არსებობს რაიმე ტიპის შეღავათები, სტიპენდიები და დაფინანსების შესაძლებლობა?

    სწავლის ღირებულება შეადგენს 7400 ლარს ორი წლის განმავლობაში. სწავლის დაფინანსება შესაძლებელია სახელმწიფო გრანტის საშუალებით ერთიან სამაგისტრო გამოცდებზე მოპოვებული ქულების შესაბამისად. გარდა ამსია, ორ საუკეთესო სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა მოიპოვოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ დანიშნული "ზურაბ ჟვანიას სახელობის სტიპენდია" 7400 ლარის ოდენობით. 

    სწავლის დაფინანსების სამი ვარიანტი:

    საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა 2 წლის სწავლის ღირებულება
    სახელმწიფო გრანტის (100%) მოპოვების
    შემთხვევაში

    7400-4500=2900, გადასახდელი
    თანხა - 2900 ლარი

    ზურაბ ჟვანიას სტიპენდიის მოპოვების
    შემთხვევაში

    სრული დაფინანსება, გადასახდელი
    თანხა - 0 ლარი

    სახელმწიფო გრანტი (100%) + ზურაბ ჟვანიას 
    სტიპენდია (7400 ლარი)

    სრული დაფინანსება + სტიპენდია
    4500 ლარის ოდენობით

    დამატებითი ინფორმაცია


  3. რა გრაფიკით მოხდება ჩემს მიერ სწავლების საფასურის გადახდა?

    სწავლის საფასურის გადახდა ხორციელდება ოთხ ეტაპად.

  4. რა ტიპის ტესტი უნდა ჩავაბარო ერთიან სამაგისტრო გამოცდაზე?

    საჯარო მმართველობის პროგრამის მოსახვედრად უნდა ჩააბროთ A ტესტი და გადალახოთ მინიმალური ზღვარი.

  5. როგორია მიღების პროგრამაზე ჩარიცხვის მისაღები შიდა პროცედურა და რა ტიპის დოკუმენტები უნდა წარვადგინოთ?

    მისაღები პროცედურა მოიცავს შიდა საუნივერსიტეტო გასაუბრების და ტესტირების წარმატებით გავლას, სადაც შემოწმდება ინგლისური ენის (დონე - intermediate B2) ცოდნა.

    წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

    • ბაკალავრის დიპლომის ასლი;
    • შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
    • ბაკალავრიატის ნიშნების ფურცელი;
    • პირადობის მოწმობის ასლი;
    • ერთიან ეროვნულ გამოცდაში მონაწილეობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

    მიღების წინაპირობა

  6. არსებობს თუ არა საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების საშუალება და ორმაგი ხარისხის პროგრამები?

    საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მმართველობის სკოლა მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობს სხვადასხვა  დასავლურ და ევროპულ უნივერსიტეტებთან. აღნიშნული პარტნიორობების ფარგლებში საჯარო მმართველობის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ აირჩიონ სწავლის გაგრძელების მათთვის სასურველი ვარიანტი: ვროცლავის უნივერსიტეტი (პოლონეთი), ზალცბურგის უნივერსიტეტი (ავსტრია), ბაბეს ბოლაის (UBB) უნივერსიტეტი (რუმინეთი), ბოკონის მენეჯმენტის სკოლა (იტალია), ჯორჯ მეისონის (GMU) უნივერსიტეტი (აშშ).

    დეტალური ინფორმაცია

  7. რა ენაზე მიმდინარეობას სწავლება? რა ენაზე იქნება სასწავლო მასალა?

    სწავლა მიმდინარეობს ინგლისურ და ქართულ ენებზე; სასწავლო მასალა არის კომბინირებული, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე.

     

  8. ვინ იქნებიან ჩემი ლექტორები?

    საჯარო მმართველობის პროგრამაზე ასწავლიან ქართველი და ამერიკელი ლექტორები.

    სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: ლექტორები

  9. რა საგნებს გავივლი?

    საჯარო მმართველობის პროგრამაზე გთავაზობთ შემდეგ საგნებს:

    I სემესტრი

    • საჯარო მმართველობა და მენეჯმენტი - ნინო დოლიძე; ლიზა სოფრომაძე
    • ეკონომიკა გიორგი ბაქრაძე
    • საჯარო ფინანსები / საგადასახადო პოლიტიკა - არჩილ გერსამია
    • კვლევის მეთოდები - ნინო ღონღაძე
    • ადამიანის უფლებები / კონსტიტუცია - დავით ჯანდიერი
    • სტატისტიკა - ჟანა ანთია

     

    II სემესტრი

    • თანამედროვე საჯარო მმართველობა და ორგანიზაციული თეორია - ნინო დოლიძე; Bill Combs 
    • საჯარო პოლიტიკა და განხორციელება - Roger Hamlin; ნინო ღონღაძე
    • ლიდერობა / პრეზენტაციის უნარები - მაკა იოსელიანი; Judy England 
    • ორგანიზაციული კომუნიკაცია - ლევან ზარდალიშვილი
    • კულტურული მემკვიდრეობა - ცირა ელისაშვილი
    • საერთაშორისო ეკონომიკური განვითარება - გიორგი ბაქრაძე
    • ადმინისტრაციული სამართალი - დავით ჯანდიერი

     

    III სემესტრი

    • პროექტის მართვა - Patrick Martens
    • არასამთავრობო ორგანიზაციების მართვა - თამუნა კობერიძე
    • მდგრადი განვითარება - ნატო ალხაზიშვილი
    • მოლაპარაკების ხელოვნება - თენგიზ ფხალაძე
    • ადამიანური რესურსების მართვა - ირინა გორგილაძე
    • საგარეო პოლიტიკა / საჯარო დიპლომატია - მიშა დარჩიაშვილი; მამუკა კუდავა
    • სახელმწიფო რისკების მართვა - ნიკოლოზ ჯანჯღავა

    დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: სასწავლო პროცესი

  10. რამდენი სტუდენტისგან შედგება ერთი ჯგუფი?

    15-20 სტუდენტი

  11. როდის იწყება სწავლა და როგორია სასწავლო გრაფიკი?

    სწავლა იწყება 12 სექტემბერს. პროგრამის ხანგრძლივობაა 18 თვე.

    საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა მიმდინარეობს დღის საათებში. პირველ წელს სტუდენტები გაივლიან სრულ სალექციო კურსს. პირველი წლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სტუდენტებმა უნდა ჩააბარონ   შემაჯამებელი გამოცდა, ასევე მეორე წელს მათ უნდა გაიარონ სავალდებულო სტაჟირება და იმუშონ  სადიპლომო თემაზე.

  12. სად ტარდება ლექციები?

    ლექციები ტარდება შემდეგ მისამართზე: იეთიმ გურჯის #7ბ. 

  13. ვის შეიძლება დავუკავშირდე დამატებითი შეკითხვებისთვის?

    დამატებითი შეკითხვებისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ:

    თინათინ კლდიაშვილი

    საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორი

    ელ ფოსტა: t.kldiashvili@gipa.ge

    მობ: +995 599 413 433