ყველა სკოლა
ENGLISH
  1. როდის ტარდება ღია კარის დღე?

    ინფორმაცია ღია კარის დღის შესახებ გამოქვეყნდება მინიმუმ ორი კვირით ადრე ჩვენს საიტზე (იხილეთ ბმული):  www.gipa.ge    

    იმ შემთხვევაში თუ ვერ მოახერხეთ ღია კარის დღეზე დასწრება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე 599449850 (მობ.) ან 2497500 შიდა 402 (ქალაქი), ან მოგვწეროთ: v.tsertsvadze@gipa.ge

  2. რა არის პროგრამის ღირებულება და თუ არსებობს რაიმე ტიპის შეღავათები, სტიპენდიები და დაფინანსების შესაძლებლობა?

    ერთი წლის სწავლის ღირებულება 4500 ლარია. 

    "ბიზნესის ადმინისტრირების" პროგრამაზე სწავლების პირველ წელს, ეროვნულ გამოცდებზე 50%-70%-100%-იანი სახელმწიფო გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ყველა სტუდენტი მიიღებს უნივერსიტეტისგან 1000 ლარიან დაფინანსებას;

    მეორე კურსიდან, ყოველწლიურად საუკეთესო სტუდენტები (GPA-3,2-ზე მეტი და შეფასებები A და B) მიიღებენ დაფინანსებას შემდეგი ოდენობით:

    • რეიტინგში პირველი 5 სტუდენტი - 1000 ლარის ოდენობით,
    • რეიტინგში მომდევნო 5 სტუდენტი 700 ლარის ოდენობით.
  3. რა გრაფიკით მოხდება ჩემს მიერ სწავლების საფასურის გადახდა?

    სწავლის საფასურის გადახდა ხდება ოთხ თანაბარ გადახდად:

    1 ოქტომბერი

    1 დეკემბერი

    1 მარტი

    1 ივნისი

  4. როგორია პროგრამაზე ჩარიცხვის მისაღები პროცედურა და რა ტიპის დოკუმენტები უნდა წარვადგინოთ?

    ბიზნესის საბაკალავრო პროგრამაზე ჩასარიცხად აბიტურიენტმა სასურველ სასწავლებელთა შორის უნდა აირჩიოს GIPA და წარმატებით ჩააბაროს ერთიანი ეროვნული გამოცდების საგნები: ზოგადი უნარები, ქართული ენა, უცხო ენა და ერთ-ერთი შემდეგი საგნებიდან - მათემატიკა, გეოგრაფია, ისტორია, ლიტერატურა, ხელოვნება, სამოქალაქო განათლება, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია.

    გამოცდების შემდეგ სტუდენტების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალია:

    • სკოლის ატესტატი
    • 1 ფოტოსურათი 3x4
    • პირადობის მოწმობა
    • ვაჟებისთვის, სამხედრო აღრიცხვის ბარათი
  5. არსებობს თუ არა საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების საშუალება და ორმაგი ხარისხის პროგრამები?

    საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა სტუდენტებს აძლევს საშუალებას გააგრძელონ სწავლა ბრატისლავას ეკონომიკის უნივერსიტეტში, მადრიდის, ბარსელონას, მილანის, ბრიუსელის ბიზნეს სკოლებში. 

  6. რა ენაზე მიმდინარეობს სწავლება და რა ენაზე იქნება სასწავლო მასალა?

    სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე. სასწავლო მასალა არის კომბინირებული, როგორც ქართულ ასევე ინგლისურ ენაზე. 

  7. ვინ იქნებიან ჩემი ლექტორები და რა საგნებს გავივლი?

    GIPA-ში წარმოდგენილი არიან საუკეთესო პრაქტიკოსი ლექტორები. ისინი თეორიულ ცოდნასთან ერთად სტუდენტებს საკუთარ პრაქტიკულ გამოცდილებასაც უზიარებენ. სწავლის პროცესი ბიზნესის ადმინისტრირების საბაკლავრო პროგრამაზე საკმაოდ დატვირთულია.  

    დეტალური ინფორმაციისთვის ლექტორებისა და საგნების შესახებ იხილეთ ბმული: www.gipa.ge/bba

  8. რამდენი სტუდენტი იქნება ერთ ჯგუფში?

    კურსზე ისწავლის 60 სტუდენტი, თუმცა სწავლების ეფექტურობის მიზნით, სასემინარო და პრაქტიკული მეცადინეობების მიმდინარეობისას კურსი გაიყოფა 20 სტუდენტისგან შემდგარ 3 ჯგუფად.

  9. როდის იწყება სწავლა და როგორია სასწავლო გრაფიკი?

    სწავლა შედგება 4 სასწავლო წლისგან. თითოეული სასწავლო წელი თავის მხრივ, შედგება 2 სემესტრისგან. შემოდგომის სემესტრი იწყება სექტემბრის შუა რიცხვებში, ხოლო გაზაფხულის სემესტრი თებერვლის შუა რიცხვებში. სწავლის ზუსტი თარიღი გამოქვეყნდება GIPA-ს ვებ გვერდზე სწავლის დაწყებამდე ორი კვირით ადრე.

  10. რა მისამართზე და რა დროს ტარდება ლექციები?

    ლექციები ტარდება ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. ლექციები იწყება 9:00.  4-5 ლექცია დღის განმავლობაში, ლექციის ხანგრძლივობა არის სრული 1 საათი.

    ლექციები ჩატარდება მისამართზე: იეთიმ გურჯის #7ბ. მისამართი მდებარეობს თბილისის ძველ უბანში. მოსასვლელად შეგიძლიათ ისარგებლოთ ბარათაშვილის ან პუშკინის ქუჩებით.  

  11. ვის შეიძლება დავუკავშირდე დამატებითი შეკითხვებისთვის?

    დამატებითი შეკითხვებისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ:

    ვანო ცერცვაძე
    ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის კოორდინატორი

    ელ ფოსტა: v.tsertsvadze@gipa.ge
    მობ: +995 599449850