ყველა სკოლა
ENGLISH

პერსონალის მართვის ფსიქოლოგია

 პერსონალის მართვის ფსიქოლოგია

Personnel Management Psychology

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ტრენინგების და კონსულტაციების ცენტრი აცხადებს მიღებას ზურაბ მხეიძის სასერტიფიკატო საავტორო პროგრამაზე პერსონალის მართვის ფსიქოლოგია.

 

გთავაზობთ უნიკალურ პროგრამას, რომელიც განკუთვნილია ნებისმიერი რგოლის მენეჯერისთვის. პროგრამაში მთავარი აქცენტი გაკეთებულია პერსონალზე და მათი მართვის ფსიქოლოგიურ სპეციფიკაზე.

პერსონალის მართვა საკუთარი პერსონალის, ადამიანების კარგად ცოდნას ნიშნავს. ეს პროცესი ხელმძღვანელისგან დიდ პროფესიონალიზმს და შემოქმედებით უნარს მოითხოვს. სამწუხაროდ, დღესდღეობით ბევრ საჯარო და კერძო ორგანიზაციაში ამ საკითხის მიმართ სრული უყურადღებობა და ნაკლები ინტერესია. პრობლემას ქმნის არასწორი სტრუქტურით შექმნილი ორგანიზაციები. შთაბეჭდილება რჩება, რომ ორგანიზაციის სტრუქტურას ფინანსისტები და იურისტები ქმნიან, სადაც ხარჯების დაზოგვით და გარკვეული წესებით ცდილობენ თანამშრომლისგან იმ ქცევის მიღებას, რომელიც საჭიროა. მაგრამ, ეს ფაქტორები ვერ უზრუნველყოფს ადამიანების სამუშაო პოტენციალის სრულად გამოვლენას.

არსებული პრობლემიდან გამომდინარე, შეიქმნა პერსონალის მართვის სასერტიფიკატო პროგრამა, რომელიც ხელმძღვანელ პირებს სამუშაოს სწორად წარმართვაში, თანამშრომელთა მოტივაციაში, გუნდის შეკვრასა და მათი უნარებისა და მაღალი სამუშაო პოტენციალის ხანგრძლივად შენარჩუნებაში დაეხმარება.

 

ლექტორი: ზურაბ მხეიძე - ექსპერტი ფსიქოლოგიის მიმართულებით (+30 წელი) და +25 წლიანი ტრენინგების ჩატარების და კონსულტირების გამოცდილება. მუშაობდა სხვადასხვა კერძო ორგანიზაციების ხარისხის და ადამიანური რესურების მართვის დეპარტამენტებში, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსა და საგარეო დაზვერვის ანალიტიკურ დეპარტამენტში.  განხორციელებული აქვს +10 კვლევა ფსიქოლოგიის მიმართულებით. არის სოციალური ფსიქოლოგიის ასპირანტი და გავლილი აქვს პროფესიული ტრენინგები იენის, ვილნიუსის და ტარტუს უნივერსიტეტებში. 

 

სასწავლო პროცესი

სწავლის ხანგრძლივობა: 10 კვირა. სწავლა დაიწყება 2018 წლის 27 იანვარს.

ლექციები ჩატარდება კვირაში ერთხელ, შაბათობით 15:00-დან 18:00 საათამდე.

კურსის მოცულობა: 30 საათი

სწავლების ენა: ქართული

 

მისაღები პროცედურები

სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ პირადობის მოწობის ასლი და CV საკონტაქტო მეილზე (n.kochiashvili@gipa.ge) და შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.

 

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 25 იანვარი

საბუთების მიღების შემდეგ, 26 იანვარს ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.

შერჩევის კრიტერიუმი

  1. მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  2. მოტივაცია

 

სწავლის საფასური

პროგრამის ღირებულება800 ლარი

გადახდის გრაფიკი:

თანხის გადახდა ხდება 2 ეტაპად.

I ეტაპი – 600 ლარი – 2018 წლის 3 თებერვლამდე

II ეტაპი –200 ლარი – 2018 წლის 3 მარტამდე

 

პროგრამაზე გათვალისწინებული არის შემდეგი სახის ფასდაკლებები

1. GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%

2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%

3. მრავალშვილიანი ოჯახის შვილი და/ან  მშობელი (სამი და მეტი შვილი) – 10%

 

კორპორატიული ფასდაკლება

ერთ ორგანიზაციაში დასაქმებული პირები სარგებლობენ შემდეგი სახის ფასდაკლებებით:

1. ორი ან სამი თანამშრომელი – 10%

2. ოთხი თანამშრომელი – 15%

3. ხუთი ან მეტი თანამშრომელი – 20%

პროგრამით დაინტერესებულ პირს შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ერთი ფასდაკლებით

 

თანხა უნდა ჩაირიცხოს ქვემოთ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე:

საბანკო კოდი (მფო) – TBCB GE 22

მიმღების დასახელება – ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ანგარიშსწორების ანგარიში– GE84TB1100000110700419 / GEL

გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.

 

სერტიფიკატი

სწავლის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ პერსონალის მართვის ფსიქოლოგიის პროგრამის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატი.

მოთხოვნა სერტიფიკატის მისაღებად

  • დადებითი შეფასება

მსმენელების ცოდნა შეფასდება ლექტორის მიერ შემუშავებული განსაკუთრებული მიდგომის საფუძველზე, რომელსაც მონაწილეები გაეცნობიან პირველ შეხვედრაზე. 

 

საკონტაქტო პირი: ნინო ქოჩიაშვილი

კოორდინატორი
ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
მის: მარი ბროსეს 2, მესამე სართული, თბილისი, 0108
ტელ: (995 32) 2 49 75 01
ელ-ფოსტა: n.kochiashvili@gipa.ge
მობ: +995 599 77 86 86